თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში არსებულ სამარშუტო ქსელს 7 ახალი მარშრუტი ემატება.

მისი თქმით, სამარშუტო ქსელის პროექტზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ამოქმედდება შვიდი ახალი მარშრუტი, შეიცვლება ხუთი, დაემატება 13 ავტობუსი, ხოლო სამზე - საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება.

"დამატებითი ავტობუსი, თავისთავად, იქნება დამატებითი რესურსი, რომ ჩვენმა მოქალაქეემა გადაადგილების დროს თავი კომფორტულად იგრძნონ", - განაცხადა ლია ბითაძემ.

On.ge-ს თბილისის მერიიდან ახალი მარშრუტებისა და იმ ცვლილებების სია მიაწოდეს, რომელსაც სამარშუტო ქსელის პროექტი ითვალისწინებს.

შვიდი ახალი ხაზი

  • #57 - კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მეტრო ისნის გავლით მეტრო სამგორამდე (1 ავტობუსი);
  • #58 - ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი);
  • #63 – მეტრო დელისიდან სოფელ თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი);
  • #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი);
  • #67 - მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი);
  • #74 - წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მეტრო ღრმაღელის გავლით და მეტრო სარაჯიშვილამდე (1 ავტობუსი);
  • #76 - მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მეტრო ახმეტელის თეატრამდე (1 ავტობუსი).

ცვლილებები არსებულ მარშრუტებში

  • #60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მეტრო ღრმაღელედან თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი);
  • #10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით;
  • #19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი;
  • #31 - მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება;
  • #80 - მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით. ავტობუსების დამატება;
  • სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1, 28, 30, 45, 99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს - 2 ერთეული;
  • შაბათ დღეს #28, 68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში - ერთი ავტობუსი;
  • ასევე, #3, 46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის "ბოგდანის" მარკის ავტობუსები დიდი "ბოგდანებით" ჩანაცვლდება.