ისტორიული რეფერენდუმი - ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს
ირლანდიაში ისტორიული რეფერენდუმი ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობამ აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ამ დრომდე აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ორსულობა დედის ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
საბოლოო შედეგი იყო ასეთი: აბორტის ლეგალიზაციის მომხრე 66,%, ხოლო წინააღმდეგი 33,6%. ამომრჩევლების აქტივობა იყო 64%.
ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა რეფერენდუმს "მდუმარე რევოლუცია" უწოდა. თვითონ პრემიერმა განაცხადა, რომ კანონის ლიბერალიზაციის მომხრეა.
25 მაისის რეფერენდუმზე ამომრჩეველს ირლანდიის კონსტიტუციის მერვე შესწორების შენარჩუნებისთვის ან გაუქმებისთვის უნდა მიეცათ ხმა. სწორედ ეს მერვე შესწორება კრძალავდა აბორტს და ემბრიონის სიცოცხლის უფლებას იცავდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ჩასახვის დღიდანვე ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვს, როგორც ორსულ ქალს. შესწორება 1983 წელს რეფერენდუმის შედეგად მიიღეს.
ახლა ირლანდიის პარლამენტს შეეძლება, მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ქალს აბორტის გაკეთება ორსულობის 12 კვირამდე შეეძლება. 12 კვირის შემდეგ აბორტი დასაშვები იქნება თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი კანონი ძალაში წელსვე შევა.
მერვე შესწორების გაუქმების მოწინააღმდეგეები რეფერენდუმის შედეგებს ტრაგიკულს უწოდებენ.
რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად და მერვე შესწორების გაუქმებისთვის ხმის მისაცემად ირლანდიის ათასობით მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნდა.
აბორტთან მიმართებით ირლანდიის კანონმდებლობა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კანონად მიიჩნევა. აბორტი ქვეყანაში პირველად 1861 წელს პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აქტით აკრძალეს; ძალაში 1922 წლამდე დარჩა, როდესაც ირლანდიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ რაც კონსტიტუციაში ემბრიონის სიცოცხლის უფლება დაფიქსირდა, კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ან გამკაცრების მოთხოვნით არაერთი რეფერენდუმი ჩატარებულა.
1992 და 2002 წლებში რეფერენდუმებზე აბორტის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვდნენ: ითხოვდნენ, რომ ქალის სიცოცხლის საფრთხეს არ შეიძლება წარმოადგენდეს სუიციდი, შესაბამისად, მას აბორტის გაკეთება უნდა ეკრძალებოდეს. ორივე შემთხვევაში შესწორება არ მიიღეს.
ასევე, 1992 წელს ირლანდიაში ხმა მისცეს ორ შესწორებას: ქალებს უფლება მისცეს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყვნენ და აბორტი გაეკეთებინათ. ასევე, მსგავს შესაძლებლობაზე ინფორმაციის მიღების უფლება აეკრძალათ.
სწორედ ამ შესწორებამ გამოიწვია "აბორტის ტურიზმი". ყოველწლიურად, დაახლოებით, ოთხი ათასამდე ირლანდიელი ქალი მიემგზავრება საზღვარგარეთ აბორტის გასაკეთებლად. 1980-2016 წლებში ჯამში 170 ათასმა ირლანდიელმა ქალმა აბორტი ქვეყნის გარეთ გაიკეთა.
ასევე, ორი ათასი ქალი ადრეულ სტადიაზე ორსულობის შეწყვეტის არალეგალურ პრეპარატებს ინტერნეტით უკვეთავს და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე იღებს.
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო პერიოდში ირლანდიაში წელიწადში 25-26 აბორტი კეთდება. აქედან მხოლოდ ერთის შემთხვევაში ორსულის თვითმკვლელობის საფრთხის გამო დაუშვეს.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები