საქართველოს პარლამენტთან, ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით, ძიუდოისტების აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის წინ, ქართველი ძიუდოისტები მშვიდობიან აქციას მართავენ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ქევხიშვილის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით აქციას მართავს.
აქციის მონაწილე სპორტსმენები მოითხოვენ, შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ძიუდოსიტების თქმით, ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება შეუძლია.
"დატოვოს თანამდებობა ქევხიშვილმა და სპორტმენებს ვარჯიშის საშუალება მოგვცეს. ჩემთვის ეს ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ, არის უცნაური, უხერხულად ვგრძნობ თავს. ეს ჩვენი ადგილი და ჩვენი ფორმატი არ არის. ჩვენი ფორმატი არის ის, რითაც თქვენ შეიყვარეთ ძიუდო. ჩვენი მიზანი თანამდებობის დაკავება არ არის. ჩვენი მიზანია, რომ მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი და გაგახაროთ", - განაცხადა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანი.
აქციის მონაწილეების თქმით, ძიუდოისტების აქცია პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია და მათი მიზანია დაბრუნდეს ფედერაციაში ის სიყვარული, რაც ადრე არსებობდა. იყოს დაცული ძიუდოისტების უფლებები და არ იყოს ქცეული კერძო ბიზნესად.
აქციის მონაწილეებს მიმართა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა. მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ ერთ კაცს არ გადააყოლებენ ძიუდოს კარიერას და სპორტსმენები ტატამზე ვარჯიშის გაგრძელებას შეძლებენ.
ძიუდოისტებს სოლიდარობას უცხადებენ სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან. ამის დამადასტურებელი ვიდეო ძიუდოისტებმა აქციაზე აჩვენეს.
ძიუდოისტების პროტესტი
ძიუდოს ნაკრების რამდენიმე წევრი, გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზს, ერთი მხრივ, ნაკრების წარუმატებლობასა და მეორე მხრივ, ფედერაციაში არსებულ მძიმე და უსიამოვნო სიტუაციას უკავშირებენ.
სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც ქევხიშვილის ამბობს, ის გადადგომას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემის შესასწავლად სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია შეიქმნა. მისივე განმარტებით, კომისიამ უკვე გამოითხოვა ფედერაციიდან ინფორმაცია და მისი შესწავლის შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.
10 მაისს ხმაურით ჩაიარა ძიუდოს ფედერაციის ყრილობამ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განმარტებით, მან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი რატომ უნდა გადადგეს. მისივე თქმით, ულტიმატუმების გზით პროცესის წაყვანა არ შეიძლება და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
გაიგე მეტი:
- ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენებს ხუთპუნქტიანი შეთავაზებით მიმართავს
- ძიუდოისტების ნაწილმა გადადგომის მოთხოვნით ქევხიშვილის კაბინეტის კარები აჭედა
- ხაბარელს მიაჩნია, რომ ქევხიშვილი უნდა გადადგეს: წარმატებული მწვრთნელები გადააყენა და თავისი მეგობრები მოიყვანა
- ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს: კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ
- ქევხიშვილი: დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტი რატომ უნდა წავიდეს ფედერაციის პრეზიდენტი
- გიორგაძე ძიუდოისტებთან შეხვედრაზე: საკითხები საკმაოდ მწვავედ დგას
- ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, არ გადავდგები
- ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა, გადადგა სამწვრთნელო შტაბიც
- ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები