ტრამპისა და კლინტონის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 26 აპრილს მერილენდში, დელავერში, პენსილვანიაში, კონექტიკუტსა და როდ აილენდში გამართული ხუთივე პრაიმერი მოიგო, ჰილარი კლინტონი კი ბერნი სანდერსთან როდ აილენდში დამარცხდა, თუმცა, დანარჩენ 4 პრაიმერიში გამარჯვება მოიპოვა.
„ეს არის იმაზე დიდი შედეგი, რასაც ველოდით“, – ასე მიმართა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს. მან ხუთივე პრაიმერიში რესპუბლიკელთა ხმების 50%–ზე მეტი მოაგროვა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი კრუზისა და კეისიკის ჯამურ ხმებს აღემატება. ტრამმა შედეგების გამოცხადების შემდეგ ხაზი გაუსვა საკუთარ უპირატესობას და თქვა, რომ საარჩევნო კამპანიიდან გასულ მარკო რუბიოს უფრო მეტი დელეგატის ხმა აქვს, ვიდრე კეისიკს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლინტონისა და ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვებამ უკანასკნელ პრაიმერებში, ცხადად წარმოაჩინა, რომ შესაძლოა, სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 2016 წლის 8 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში. სწორედ ამ სამ შორის გამარჯვებული გახდება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და დაუპირისპირდება დემოკრატების კანდიდატს.
აღნიშნული ციფრები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ტრამპისა და კლინტონის სამომავლო დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე რეალურია. აღნიშნული განწყობა თავად კანდიდატების გამოსვლებშიც იგრძნობოდა 26 აპრილის პრაიმერების გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვებში. კლინტონმა და ტრამპმა გამოსვლისას აქცენტი უკვე საპრეზიდენტო კამპანიაზე გააკეთეს და ერთმანეთი სწორედ ამ კონტექსტში გააკრიტიკეს.
დონალდ ტრამპის თქმით, ჰილარი კლინტონი პრაიმერებში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იმარჯვებს, რომ ის ქალია და ის კაცი რომ ყოფილიყო, 5%–საც ვერ მოაგროვებდა. საპასუხოდ, ჰილარი კლინტონმა განაცხადა: „ტრამპმა დამადანაშაულა, რომ მე „ვსარგებლობ, რომ ქალი ვარ“. თუ ქალების ჯანდაცვა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და თანაბარი ანაზღაურება ამას ნიშნავს, მაშინ იყოს ასე, მოდი და შემებრძოლე“.
ბერნი სანდერსმა 26 აპრილის პრაიმერების შედეგების შემდეგ ტაქტიკა შეცვალა და მისი გამოსვლა დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგის ცვლილების აუცილებლობას უფრო ეხებოდა, ვიდრე თავის შემდგომ საარჩევნო კამპანიას. სანდერსის თქმით, „მოქალაქეებს უფლება აქვთ ის გახდეს პრეზიდენტი, ვინც მათ უნდათ და დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგი ისეთი იყოს, როგორიც მათ სურთ“. სანდერსის განცხადებით, ის სწორედ ამიტომ იბრძვის ბოლომდე.
შემდეგი არჩევნები ინდიანაში 3 მაისს გაიმართება. ანალიტიკოსები და თავად კანდიდატებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს პრაიმერი შექმნის უფრო ნათელ სურათს, თუ რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტობისთვის. ტედ კრუზისთვის ეს, შესაძლოა, ბოლო შანსიც კი იყოს ტრამპის შესაჩერებლად.
ინდიანას პაიმერის On.ge ინდიანაპოლისიდან გააშუქებს. On.ge-ს მთავარი რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტთან ერთად აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით შტატებში საარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად იმყოფება.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები