მეუფე იობი

28 May. 2018, 15:51

“თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. ზოგიერთები ამბობენ და ხსნიან, რომ ეს არასწორი იყო - ეს როგორ შეიძლება? ასეთი რამის გაკეთება მღვდელმთავრისგან? მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითებია, თვით მოციქულებიც კი შეაჩვენებდნენ და წყევლიდნენ.

ადამიანმა, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა. ამათ ავიწყდებათ ის, რომ მარტო ღვთისმშობლის არშეურაცხყოფის გამო, როდესაც ჯალალედინმა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები დააბრძანა მეტეხის ხიდზე, ასიათასობით ქართველი ეწამა და ჩვენ როგორ შეიძლება ეს მოვითმინოთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებმა, რომლის დამსახურება ის არის, რომ ჩვენ გადავრჩით, დღეს ჩვენ ქვეყანა ვართ, დღეს ჩვენ ქართველები ვართ - ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებაა.

დღეს ჩვენ ცოცხალნი ვართ, დღეს საქართველო არსებობს და სწორედ იმ დიდ წმინდანს შეურაცხყოფს ვიღაც პიროვნება, არარაობა, არაფრის მაქნისი, ჩვენთვის პირადად, თორე ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცას წარმოადგენს. და აი სწორედ ეს მოვლენები ააშკარავებს ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება.

ადამიანების უმცირესობა რჩეულნი არიან ისინი, ვინც ემსახურებიან ღმერთს, თქვენი სახით, მრევლის სახით, ხოლო ვინც ეკლესიასთან არ არის, ის თავისთავად ემსახურება ეშმაკს, არის ეშმაკის მსახური. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, ადამიანიო არ არისო თავისუფალიო ან არისო ეშმაკისო, ან არისო ქრისტესიო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს2865 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1471 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1409 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1319 ნახვა
  5. ფუნიკულიორთან ჩაინგრა შენობა — დაიღუპა 28 წლის ბიჭი და 2 ადამიანი დაშავდა1171 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარღვევა მედიცინაში — მკვლევრებმა ახალი კლასის ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს

ბოლოს ახალი კლასის ანტიბიოტიკები ბაზარზე დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა. და, აი, ახლა შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~