პროკურატურა უარყოფს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდები მაკრატლით მოკლეს
პროკურატურამ დღეს, 29 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ სამედიცინო მაკრატელი ამოიღეს. უწყების ცნობით, მათ დაადგინეს, რომ ეს მაკრატელი ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეკუთვნოდა, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი:
"ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება".
პროკურატურა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს, როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად.
პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით.
"ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა მოკლული დავით სარალიძისა და ერთ-ერთი ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა (დნმ). უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ჯ-მ მოკლულ სარალიძეს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა".
რაც შეეხება მეორე დანას, გამოძიება ირწმუნება, რომ ის თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოიღეს.
"დანა ბრალდებულმა მოწმეს მისცა დასამალად. ხსენებულ დანაზე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა მოკლული ლევან დადუნაშვილისა და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა (დნმ), ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გადახვეული, აღმოჩნდა გარდაცვლილ დავით სარალიძის ბიოლოგიური მასალა. უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა".
მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ დღეს, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდების მხარის განმარტებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად:
"[დამოუკიდებელმა] ექსპერტმა ასეთი რამ თქვა, რომ გამოყენებულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც არ არის დანა. გამოყენებულია სხვადასხვა მჭრელი ბასრი საგნები, რომლებიც კატეგორულად ვაცხადებ, რომ არ არის საქმეში არსებული დანებიო, აი ეს თქვა ექსპერტმა. თუმცა, ამ საგნებში შესაძლებელია რომელიმე იყოს მაკრატლის მსგავსი საგანიო, აი ეს თქვა ექსპერმა და აპრიორი, რომ საქმეში მაკრატელია გამოყენებული, ასეთი რამ ექსპერტს არსად არ უთქვამს. რაც შეეხება სისხლის სამართლის მასალების გამოქვეყნებას, ამის უფლება არც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა და ამის უფლება არც დაცვის მხარეს არა აქვს".
დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნაში წერია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულ ორ მოზარდს ჭრილობები დანის გარდა, სხვა ბასრი საგნებითაც ჰქონდათ მიყენებული.
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
კომენტარები