დიდი ბარიერული რიფი უკვე ხუთჯერ "მოკვდა", თუმცა ეს შეიძლება ნამდვილი დასასრული იყოს
დიდი ბარიერული რიფი გეოგრაფიის გაკვეთილებიდან ალბათ ბევრს გახსოვთ. ის მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარი ჯაჭვია ავსტრალიის ჩრდილოაღმოსავლეთით, წყნარ ოკეანეში და ჩვენს პლანეტაზე ათასობით წელია არსებობს. დიდი ბარიერული რიფი ახლა რეალური საფრთხის წინაშეა.
2016 წელს ოკეანეში წყლის ტემპერატურის ზრდის გამო (გლობალური დათბობის ერთ-ერთი შედეგი) დიდი ბარიერული რიფის მარჯნის 93%-მა გაუფერულება განიცადა. მეცნიერებმა მარჯნის სინჯი აიღეს და შეამოწმეს, წარსულში რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია მარჯნის რიფებს გადასარჩენად.
აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 000 წლის განმავლობაში დიდი ბარიერული რიფი 5-ჯერ "მოკვდა". მისი პირველი ორი სიკვდილი დაახლოებით 30 000 და 22 000 წლის წინ მოხდა, როდესაც წყლის დონე კოლოსალურად (დაახლოებით 120 მეტრით) დაეცა. ამ დროს, მარჯნის დიდი ნაწილი წყლის ზევით დარჩა. დიდი გამყინვარების დასრულების შემდეგ მყვინვარების დნობის გამო წყლის დონემ აიწია. შესაბამისად, მარჯნის გადარჩენისათვის საჭირო მზის სხივები ოკეანის ასეთ სიღრმეში ვეღარ აღწევდნენ და შემდეგი ორი სიკვდილიც სწორედ ამ მიზეზით მოხდა, დაახლოებით 17 000 და 13 000 წლის წინ. დიდი ბარიერული რიფი უკანასკნელად 10 000 წლის წინ "მოკვდა", როდესაც ნალექის რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ წყლის ხარისხი გაფუჭდა, მარჯანმა კი მღვრიე წყალს ვერ გაუძლო.
შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ მოახერხა დიდმა ბარიერულმა რიფმა 5-ჯერ სიკვდილის მიუხედავად დღემდე მოღწევა. ამას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს - ეს "სიკვდილები" მყისიერი არ ყოფილა. წყლის დონის ზრდაც და კლებაც ნელი პროცესებია, რომლებიც საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. წლის განმავლობაში კი მარჯანი 0.2-დან 1.5-მდე იზრდება. დროში გაწელილი ცვლილებები კი მარჯანს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო ტერიტორია მოძებნოს.
დღევანდელი საფრთხე უფრო რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ 1985 წლიდან 2012 წლამდე ადამიანის ჩარევის გამო დიდ ბარიერულ რიფში მარჯნის რაოდენობა განახევრდა. "სიკვდილის" წინა მიზეზებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი საფრთხე ძალიან სწრაფად ვითარდება, მარჯანს კი შეცვლის, ადაპტირების ან თუნდაც მიგრაციისათვის, დრო არ რჩება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები