კანის სიმსივნის აღმოჩენაში ხელოვნურმა ინტელექტმა ექიმებზე უკეთესი შედეგი აჩვენა
ევროპელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის პროგრამას მელანომასა და კეთილთვისებიანი ხალების 100,000 ფოტო აჩვენეს. მაშინ, როცა დერმატოლოგებმა სიმსივნის შემთხვევათა 71.3%-ის გამოვლენა შეძლეს, ხელოვნურმა ინტელექტმა 95%-იანი შედეგი აჩვენა.
გამოსახულებათა ამოსაცნობი პროგრამა, კონვოლუციური ნეირონული ქსელი (CNN), რომელიც ღრმა დასწავლას (Deep Learning) იყენებს, 58 დერმატოლოგის წინააღმდეგ იყო. მკვლევრები ამბობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მელანომას გაცილებით მცირე შემთხვევა გამოეპარა.
"CNN-ი ბავშვის ტვინივით მუშაობს", - აღნიშნავს პროფესორი ჰოლგერ ჰენსლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის მსგავსად, გავარჯიშება მასაც სჭირდება.
58 დერმატოლოგიდან 17-ს ორ წელზე მცირე გამოცდილება ჰქონდა, 11-ს ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო 30-ზე მეტი დერმატოლოგი ამ სფეროში 5 წელზე მეტხანს მუშაობდა.
ტესტირების პირველ დონეზე დერმატოლოგებს მხოლოდ დერმოსკოპიული ფოტოები დაურიგეს და თხოვეს, მიეღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, ქირურგიული ჩარევა იყო აუცილებელი, მცირეხნიანი მკურნალობა თუ არანაირი მოქმედება არ იყო საჭირო.
მეორე დონეზე მათ უკვე დამატებითი ინფორმაცია მისცეს (ასაკი, სქესი და ა.შ.), უფრო ახლო ხედის ფოტოებიც აჩვენეს და მხოლოდ ამის შემდეგ თხოვეს, დიაგნოზი დაესვათ.
პირველ დონეზე დერმატოლოგებმა მელანომას შემთხვევები 86.6%-იანი სიზუსტით, ხოლო კეთილთვისებიანი დაზიანებები 71.3%-იანი სიზუსტით აღმოაჩინეს. რაც შეეხება CNN-ს, მან თავი 95%-იანი შედეგით გამოიჩინა.
მეორე დონეზე დერმატოლოგებმა პროგრესი განიცადეს და მელანომა თითქმის 89%-იანი სიზუსტით და უსაფრთხო ხალები 75.7%-იანი სიზუსტით ამოიცნეს, თუმცა კონვოლუციური ნეირონული ქსელის შედეგი მაინც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
"CNN-ს მელანომა გაცილებით ნაკლებჯერ გამოეპარა და გაცილებით მეტ შემთხვევაში დააფიქსირა, რომ დაზიანება უსაფრთხო იყო. ეს ბევრ არასაჭირო ოპერაციას აარიდებს პაციენტებს. [...] დერმატოლოგებმა მეორე დონეზე დამატებითი ინფორმაციები მიიღეს, CNN-ი კი მხოლოდ ფოტოებით ხელმძღვანელობდა და მათზე უკეთესი შედეგის ჩვენებას მაინც ახერხებდა", - განაცხადა პროფესორმა ჰენსლიმ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები