ნიკოლ პაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
სომხეთის ახალი პრემიერი ნიკოლ პაშინიაში საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
ნიკოლ პაშინიანის ვიზიტის ფარგლებში თბილისში გაიმართება საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება გაგრძელდება ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ პაშინიანი დაესწრებიან სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება.
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას ნიკოლ პაშინიანი შეხვდება პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. სომხეთის ახალი ამბების სააგენტო საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიკოლ პაშინიანი ეწვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას შეხვდება.
სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა, ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
"საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.
ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი", – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს, 11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. აქციების ორგანიზატორი და ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები