ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გირჩის სარჩელს განიხილავს, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას გულისხმობს.

პოზიტიური მოლოდინები აქვს გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს.

"ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში. პროცესის დროს გამოჩნდება, რა პოზიცია აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს", - უთხრა On.ge-ს ზურა ჯაფარიძემ.

ამჟამად ადმინისტრაციული სასჯელი მარიხუანას მოხმარებისთვის 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი გასული წლის 30 ნოემბერს დაუჭირა.