გასაოცარი ფოტოები ZEISS-ის კონკურსის ფინალისტებიდან
2015 წლიდან მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაციამ ახალი კონკურსი დააარსა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და საპრიზო ფონდი 15 ათასი ევროა.
2015 წლის 5 ნოემბერს მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაციამ ახალი კონკურსი ZEISS "Seeing beyond" დააარსა.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფოტოგრაფს უფასოდ შეეძლება.
კონკურსს ყოველ წელს ახალი თემა ექნება და საკონკურსო ფოტოები თემატური უნდა იყოს. პირველი საკონკურსო წლის თემა "მნიშვნელოვანი ადგილები" იყო.
ფოტოგრაფებს 2016 წლის 5 თებერვლამდე ჰქონდათ ვადა, კონკურსში 3 - 10 ფოტოსგან შემდგარი სერიები შეეტანათ.
გამარჯვებული
ტამინა-ფლორენტინ ცუხი, გერმანია
სერია: მოგზაურობა ინდოეთში მატარებლით
არსად მსოფლიოში იმდენი ადამიანი არ მგზავრობს მატარებლით, რამდენიც ინდოეთში. ამ ქვეყანაში ყოველდღიურად 20 მილიონი ადამიანი იყენებს რკინიგზას ერთი ადგილიდან მეორემდე გადასაადგილებლად. ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო ქსელია, რომელიც ქვეყნის უშორეს წერტილებამდეც მიდის. ნებისმიერ ინდოელს შეუძლია ნებისმიერი A პუნქტიდან - ნებისმიერ B პუნქტამდე მატარებლის საშუალებით მივიდეს.
ფუსფუსი მუმბაის რკინიგზის სადგურზე
ქალების ვაგონი
შორთ-ლისტი
მელანი ჰუბნერი, გერმანია
სერია: 12 სახლი.
მელანიმ 12 ოთახი გადაიღო, სადაც ადამიანები სიახლეს, ახალ ადამიანებს და ან მოულოდნელ ცნობებს ელიან.
ბორდელი
ფრანცისკო სალგიერო, პორტუგალია
სერია: სადაც ოჯახია, სახლიც იქ არის.
ფოტოგრაფმა მოხეტიალე ცირკის მსახიობების ცხოვრება და საცხოვრებელი პირობები ასახა. ადამიანები რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად მუდმივად გადაადგილდებიან.
ყველაზე ძლიერი ადამიანი
ცირკის მსახიობი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი - ვიქტორ მანდუკა თავისი სახლი-ვაგონის წინ ზის და ისვენებს.
პატრიცია აკერმანი, არგენტინა
სერია: Las Animitas (სალოცავი ადგილები ჩილეში)
პატრიციამ ჩილეში მოგზაურობისას ფოტოებზე გზებზე შეხვედრილი წმინდა ადგილები ასახა.
სალოცავი გზაზე.
ხორხე ლოპეს მუნიოსი, ესპანეთი
სერია: El Clot
El Clot ვალენსიას მეთევზეთა ისტორიულ უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსია, რომელსაც ბოლო 15 წელია ქალაქის მთავრობა სხვა სახლებთან ერთად დანგრევას უპირებს.
El Clot-ის პატარა ბინადარი.
ჰელენ მუნტანიოლი, უკრაინა
სერიის სახელი უცნობია
ქალაქ პრიპიატის ფოტო-ისტორია. ეს უკრაინული ქალაქი 1970 წელს დაარსდა ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის. 1986 წლის 27 აპრილს, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, ქალაქის 50 ათასი მოსახლე იძულებული გახდა ტერიტორია 36 საათის განმავლობაში დაეტოვებინა.
აუზი პრიპიატის პედიატრიულ საავადმყოფოში.
ერეზ ბიტუსი, ავსტრალია
სერია: ცხოვრება სილურჯეში
ფოტოები თავისუფალი ყვინთვისასაა გადაღებული.
მყვინთავი ქოლგით, ტონგას ნაპირებთან.
ლასე ლეკლინი, ფინეთი
სერია: ევროპის ულამაზესი ატომური სადგურები
ეს ფოტო სერია ცდილობს ატომური ელექტროსადგურების ესთეტიური თვალით დაგვანახოს.
ჩეხეთი, ტემლინის ატომური ელექტროსადგური
გამარჯვებულ ფოტოგრაფს 15 ათასი ევრო და Zeiss-ის ლინზები გადაეცემა.
რჩეული ფოტოსა და სხვა ფინალისტების გამოფენა ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში 22 აპრილიდან - 8 მაისამდე გაიმართება.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
დისკუსია: რომელია თქვენი ფავორიტი ფოტო?