მარიხუანა, როგორც მსხვილი ბიზნესი
კალიფორნიის შტატში, კოაჩელას უდაბნო ბოლო წლის განმავლობაში, უამრავი ახალი კომპანიის დაარსებისა და წარმოების ადგილი გახდა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელიც კოაჩელაში საქმიანობს არის Del-Gro.
კომპანია უდაბნოში დაახლოებით 3 ჰექტარ მიწას ფლობს და ყოველდღიურად აფართოებს მას. კომპანიის დამფუძნებელი ყოფილი მორაგბე, 33 წლის ლარს ჰევენსია. კომპანია Del-Gro მარიხუანას აწარმოებს და ამ შტატში აწ უკვე ლეგალური მარიხუანას ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა.
2018 წლის პირველი იანვრიდან კალიფორნიის შტატში, მარიხუანა სრულად ლეგალური გახდა. ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანას ლეგალიზაციას მოყვა, დაახლოებით $16 მილიარდია. BDC Analytics-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლისთვის იგივე მაჩვენებელი 150 პროცენტით გაიზრდება და $40 მილიარდს გაუტოლდება.
კოლარადოს შტატში მდებარე ქალაქი ასპენი, 2017 წელს გახდა პირველი ქალაქი, სადაც წლის განმავლობაში უფრო მეტი მარიხუანა გაიყიდა, ვიდრე ალკოჰოლი.
მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ამ ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა დაწესებული მაღალი საგადასახადო ტვირთია. ლარს ჰევენსის თქმით, მწარმოებელი ფასის წარმოქმნაში მინიმალურად მონაწილეობს, ფასი უპირატესად გადასახადების და ხარჯების კალკულაციის შედეგად დგინდება.
საგადასახადო ტვირთი მარიხუანას ბიზნესისთვის დაახლოებით 40 პროცენტია, რაც მას შტატში ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაბეგრილ პროდუქტად აქცევს. ამასთანავე, კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, ჯერჯერობით აკრძალულია მარიხუანას ექსპორტი. თავის მხრივ, ეს რეგულაცია კიდევ უფრო ზღუდავს ბიზნესს. იგივე ჭარბი წარმოების პრობლემა დადგა ორეგონის შტატში, სადაც ფერმებში უამრავი მარიხუანაა. არასათანადო მოთხოვნის გამო შტატში ფასები პროდუქტზე განახევრდა.
მარიხუანას ლეგალური მწარმოებლების პროდუქცია, აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული და უმაღლესი ხარისხის, რადგან ლეგალური მწარმოებლები ვერასდროს გაუწევენ კონკურენციას შავ ბაზარზე არსებულ ფასებს.
ბიზნესის ლეგალურობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს შავი ბაზრის ავტომატურად გაქრობას. საჭიროა მომხმარებლის ქცევის შეცვლა და ადაპტირება ახალ რეალობასთან.
კალიფორნიის დედაქალაქში ლოს-ანჯელესში კომპანია MedMen-ის 5 მაღაზია ფუნქციონირებს. მაღაზიები კომპანია Apple-ის შიდა ინტერიერისა და კონცეფციის საუკეთესო ტრადიციებშია მოწყობილი. მაგიდებზე განთავსებულია ტაბლეტები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტზე, თანამშრომლებს კომპანიის ბრენდირებული მაისურები აცვიათ და ნებისმიერ დროს მზად არიან მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ.
MedMen-ში იყიდება ყველაფერი, რაც კანაბისისგან შეიძლება იწარმოებოდეს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის დენიელ ვიის თქმით, ბიზნესის წინაშე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და მისი აყვავებისთვის მხოლოდ ლეგალიზაცია არ იქნება საკმარისი. საქმე იმაშია, არსებობს მარიხუანას შეძენისა და მოხმარების გარკვეული კულტურა და ტრადიცია და საჭიროა მარიხუანა იქცეს იმ პროდუქტად რომლისთვისაც ადამიანი ლიცენზირებულ მაღაზიაში მივა და უარს იტყვის შავ ბაზრის პროდუქციაზე. საჭიროა მომხმარებელი შეეჩვიოს ლეგალურ ბაზარს.
მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის ფლობა კალიფორნიაში 2016 წლიდან დაშვებულია. ასევე, 20 წელზე მეტია რაც დაშვებულია ე.წ. სამედიცინო მარიხუანა.
ექსპერტების აზრით, ჯერჯერობით ადრეა საუბარი თუ რა გავლენა იქონია კრიმინალის სტატისტიკაზე მარიხუანას ლეგალიზაციამ, თუმცა ვაშინგტონსა და კოლორადოში, სადაც ლეგალიზაცია რამდენიმე ხნით ადრე მოხდა, საერთო სტატისტიკაში ძალადობრივი დანაშაულის წილმა შესამჩნევად დაიკლო.
Eaze არის ახლადშექმნილი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს მარიხუანას სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, ეს კომპანია ატარებს გამოკითხვებს. მათი გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალი მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავენ კანაბისის პროდუქციაზე კაცებთან შედარებით. გამოიკვეთა მომხმარებლების კატეგორია, რომელმაც საძილე აბები მარიხუანით ჩაანაცვლა.
რიკი როსი, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონია. როსი და მისი ორგანიზაცია 1990-იანი წლების ლოს-ანჯელეისის კრიმინალური სამყაროს ბოსები და შტატის კოკაინის კონტრაბანდის ორგანიზატორები იყვნენ. 1996 წელს რიკი როსი დააპატიმრეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2009 წელს მისი საქმე გადაიხედა და იგი გაათავისუფლეს.
როსის თქმით, იგი ნანობს, რომ წლების განმავლობაში კოკაინს ყიდდა და აღარასდროს დაუბრუნდება ცხოვრების ძველ წესს. როსს გადაწყვეტილი აქვს ჩაერთოს კანაბისის ლეგალურ ბიზნესში და ამ დროისთვის იგი საქმიანობის დასაწყებად საჭირო ლიცენზიას ელოდება. მისი თქმით, ლეგალური კანაბისის ბაზარი შეიძლება, აფრო-ამერიკელი ახალგაზრდებისთვის ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები