რას ნიშნავს "ოძეკი" და რა პრივილეგიები გააჩნია მას
ბოლო ტურნირზე (კერძოდ, ნაცუ ბაშოზე) 15-დან 13 გამარჯვების მოპოვებისა და ლეგენდარული სუმოისტის ჰაკუჰოს დამარცხების შემდეგ, ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული მიანიჭეს.
და მაინც, რას ნიშნავს ოძეკის ტიტული და რითი განსხვავდება სუმოს იერარქიის ამ საფეხურზე ყოფნა, სხვა საფეხურებისგან?
ოძეკის რანგი:
ოძეკი ჩემპიონს ნიშნავს და იგი სუმოს ყველაზე მაღალი რანგი იყო მანამ, სანამ იოკოძუნას რანგს დაამატებდნენ. ახლა იგი რიგით მეორე ტიტულია.
ოძეკის ტიტულის მიღება მულტი-სატურნირო პროცესია. იმისთვის, რომ ოძეკის სტატუსი მიიღოს, სეკივაკეს (მესამე რანგი სუმოში) ბოლო სამ ტურნირზე 33 ან მეტი მოგება უნდა ჰქონდეს მოპოვებული და ბოლო ბაშოზე, სულ მცირე, 10-ჯერ გაიმარჯვოს. თუმცა ეს უფრო აუცილებელ პირობას ჰგავს, ვიდრე საკმარისს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ არაერთი დეტალი, რომელსაც სუმოში ითვალისწინებენ, მაგალითად: ბაშოს მოგება, იოკოძუნას დამარცხება, სუმოს ხარისხი, ღირსეული ბრძოლა და ა.შ.
ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშო 13-2-ით დააასრულა. ბოლო სამ ბაშოზე (ტურნირზე) კი 37 მოგება დაუგროვდა. ამაზე მეტი მოგებით ოძეკი არავინ გამხდარა. გარდა ამისა, სამი ტურნირიდან ერთი მოიგო და ბოლო ტურნირზე სუმოს ლეგენდა, იოკოძუნა ჰაკუჰოც დაამარცხა. იგი ღირსეულადაც ასპარეზობდა და ცხადია, ყველა გულშემატკივარმა იცოდა, რომ ტოჩინოშინი ოძეკი გახდებოდა. ასეც მოხდა. იგი მე-11 არაიაპონელი ოძეკია.
იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაცნობიეროთ, რამდენად მაღალ ტიტულთან გვაქვს საქმე, უნდა აღინიშნოს, რომ სუმოს სულ ორი მოქმედი ოძეკი ჰყავდა და მესამე ტოჩინოშინი გახდა.
ოძეკის პრივილეგიები:
- როცა კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას სუმოს ასოციაციაში გარანტირებულად აქვს მაღალი რანგი.
- კარიერის დასრულების შემდეგ მას ჰონორარს გადასცემენ (თანხის ოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნით იყო ოძეკი და ა.შ.)
- მას პარკინგისთვის საკუთარი სივრცე გამოეყოფა (რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში ოძეკის ფეხით მისვლა არ უწევს).
- მას ხმის მიცემა შეუძლია სუმოს ასოციაციის დირექტორის არჩევნებში.
- სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე იგი შეიძლება სუმოისტების წარმომადგენელი იყოს.
პრივილეგიათა ნუსხა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა, ალბათ, უკვეც ცხადი გახდა, რომ ჩვეულებრივ ტიტულთან არ გვაქვს საქმე. არაერთი სუმოისტის კარიერა შეელია იმას, რომ ოძეკი გამხდარიყო, თუმცა უშედეგოდ.
"პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ოძეკი და იოკოძუნა, ერთმანეთის მსგავსი რანგებია. შენ გიწევს, რომ ყოველი ქცევა აკონტროლო, რადგან არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სუმოს ასოციაციას წარმოადგენ", - აღნიშნა ყოფილმა ჩემპიონმა კონიშიკიმ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოძეკის რანგს დაცვა სჭირდება. არსებობს ვითარება, რომლის შემდეგაც სუმოისტი შეიძლება ისევ სეკივაკეს რანგში დაქვეითდეს. თუმცა ეს უკვე ცალკე საკითხია, რომელსაც მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები