“დინამომ” ქუთაისში იმარჯვა და სუპერლიგის ჩემპიონობა შეინარჩუნა
“დინამო თბილისი” საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილისა და მარკო მინიჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი მოიგეს და სუპერლიგის შარშან მოგებული ჩემპიონობა შეინარჩუნეს.
“დინამომ” მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ადგილობრივ გულშემატკივართა უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო. ქუთაისელმა ქომაგმა სპორტის სასახლე პირთამდე შეავსო. ყველა ადგილი შევსებული იყო და მაყურებელი ფეხზეც იდგა, ბავშვები კი მეორე იარუსის იატაკზე ისხდნენ. ამასთან, დღევანდელი მატჩი პირველმა არხმა პირდაპირი ეთერით აჩვენა, რაც ისტორიაში პირველი საკალათბურთო რეპორტაჟი იყო, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლიდან გადმოიცემოდა.
შეხვედრა ისეთი გამოვიდა, ფინალის გადამწყვეტ მატჩს რომ შეეფერებოდა. პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველ პერიოდში უმეტესად ქუთაისელები იგებდნენ, რომლებიც სამწამიან ზონაში კომფორტულად გრძნობდნენ თავს, “დინამო” კი შორი სროლებით გადიოდა ფონს. მიხეილ ბერიშვილისა და ლაველ ბოიდის სამქულიანებს მასპინძლებმა ბექა ბექაურისა და დეჟუან რაითის ზუსტი სროლები დაუპირისპირეს და პირველი ათწუთეული “ქუთაისმა” 23:21 მოიგო.
თამაში თანაბრად გაგრძელდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას. მეორე პერიოდი დინამოელებმა ოდნავ უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე ორქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:39. ვითარება მესამე პერიოდიდან შეიცვალა. “დინამომ” მწყობრი დაცვის ხარჯზე მასპინძელთა შეტევების შეჩერება მოახერხა და კომბინირებული შეტევებით გაქცევა მოაწყო – პერიოდის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 52:44 დაწინაურდა.
აქ კი “ქუთაისის” ჯერი დადგა. ჯონათან ლის, დეჟუან რაითისა და გიორგი ბარბაქაძის მექულეობით მასპინძლებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და 54:52 გალიდერდნენ, თუმცა მესამე პერიოდის დარჩენილ 2 წუთში დინამოელებმა წონასწორობა შეინარჩუნეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე ერთ ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 55:54.
ბოლო პერიოდში მოვლენები დაძაბულად განვითარდა. მოქმედი ჩემპიონი წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დინამოელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, როცა ირაკლი ხოშტარიამ მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის მეორე ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და დარბაზის დატოვება მოუხდა. ეს მოხდა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, როცა “ქუთაისი” ლიდერობდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებამდე მცირედი აკლდა.
მასპინძლებმა ბოლო ნაბიჯი ვეღარ გადადგეს, რაშიც დინამოელთა თავგანწირვამ შეუშალათ ხელი. მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი თბილისელები გაერთიანდნენ და ქუთაისელებს ბრძოლის მაგალითი უჩვენეს. კაელ ტურპინისა და ლაველ ბოიდის ქულებს მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანი დაურთო და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “დინამოს” უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დინამოელები გამარჯვებამდე და მორიგ, არსებობის ისტორიაში მე-5 ჩემპიონობამდე მივიდნენ.
გამარჯვებულებს 27 ქულითა და 11 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, 13 – ილია ლონდარიძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. “ქუთაისში” 20 ქულით საუკეთესო იყო დეჟუარ რაითი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ მასპინძლებს 12 ქულა შესძინა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორეადგილოსანი ქუთაისელები ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანზორ საკანდელიძემ და გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვეს. ჩემპიონ დინამოელებს ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა. დაბოლოს, დინამოს კაპიტანს ილია ლონდარიძეს საჩემპიონო თასი საქართელოს კალათბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები