ნინა სუბლატი

1 Jun. 2018, 13:03

მესმის "ნაცები არ მინდას" პათოსი, მაგრამ მაგის გამო დავივიწყოთ ეს ამბავი და ეს მასიური დაჩმორება, რასაც სისტემა გვიწყობს? ჩვენ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროტესტს სუფთა გულით ვუერთდებით, თუ იმდენად გავერთიანდებით რომ ერთი დიდი, სამშობლოზე და ხალხზე შეყვარებული გუნდი გამოვალთ, ნაცი და ქოცი კი არა, ვერავინ ვერ მოვა ჩვენი ნების გარეშე და ისეთი სისტემა გვექნება, რომელიც ჩვენ გვემსახურება და არა ჩვენ ხარჯზე იხარებს და თან გვამონებს.

ბოდიში, მაგრამ ამ ამბავში გმირი არავინ არაა; არასწორად აღზრდილი ბავშვები, კრიმინალური აზროვნება და გმირობა ერთმანეთში ვერ სინთეზირდება ბუნებრივად! აქ უბრალოდ დაწერილი სამართალის აღსრულებაზე, გოიმი იერარქიების გარღვევაზე, უბრალო ადამიანების სიცოცხლის თავისუფლებაზეა საუბარი. ეს ამბავი გვინდა არ გვინდა პოლიტიკა გამოდის, მაგრამ ყველა თუ შევეცდებით რომ ეს ნაც-ქოცი კი არა, ჩვენი, ხალხის პოლიტიკა იყოს, საზოგადოებაც აღარ გაიყოფა და ვისაც ყეფა უნდა, იყეფოს! ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა საზოგადოებამ და არა ესე კუდამოძუებულებივით "არააჰ, ნაცები არ მინდა ვერ წავალ" ვიკვნესოთ. ხელის მოთბობა ბევრს უნდა და ენდომება ფორევერ, მთავარია ჩვენ არ მივუშვათ ცეცხლთან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
  2. ქვიზი: გაჰყვები ნოას მაგნიტურ მოგზაურობაში?
  3. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ფილმი დაპიქსელებული კადრით
  4. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი რეჟისორი ფილმით
  5. ქვიზი: როგორ იცნობ AURORA-ს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან

მოკლედ: აჭარის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბოიკოტის რეჟიმში…