ნესტან ნენე კვინიკაძის საყიდლების სია თბილისის წიგნის ფესტივალისთვის (10 წიგნი)
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მეორე დღეა მიმდინარეობს და ლიტერატურის მოყვარულები ექსპო ჯორჯიაში საყიდლებზე იკრიბებიან. ეს პროცესი წიგნის ყველა მოყვარულისთვის სასიამოვნო პროცესია, რადგან მათ აქვთ საშუალება, რომ აღმოაჩინონ ახალი ავტორები და რომანები, გაესაუბრონ ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს, ფასდაკლებებით შეიძინონ სხვადასხვა წიგნები და სხვ.
წელს გამომცემლობების სტენდებზე არაერთ განსაკუთრებულ წიგნს შეხვდებით და ლოგიკურია, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დაინტერესებული მკითხველებისთვის საქმე გაგვეადვილებინა და რჩევა იმ ადამიანებისთვის გვეკითხა, რომლებიც ბევრს კითხულობენ.
ჩვენ გაგაცანით სხვა შუადღის "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანისა და ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტის ქეთი დევდარიანის საყიდლების სია, რომელშიც საოცარი წიგნები შედიოდა. თავისი სია აქვს მომზადებული "ლიტერატურული სამკუთხედის" კიდევ ერთ წამყვანსა და მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძეს.
1. ჰერმან ჰესე “მოხილვა დილის ქვეყნისა” (გამომცემლობა რემედას)
ძალიან ცნობილი მწერლის კიდევ ერთი გასაოცარი წიგნი, რომელსაც მოხილვა დილის ქვეყნისა ქვია, ქართულად რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ თარგმნეს. ეს გენიალური წიგნი საქართველოში ოთხი ათეული წლის განმავლობაში მივიწყებული იყო, გამომცემლობა რემედასმა კი მისი ხელახლა გამოცემა გადაწყვიტა.
2. პეტერ ვაისი “მარატ-სადი” (პიესა) (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
“ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით” - ასე ჰქვია პიესას, რომელსაც მოკლედ “მარატ-სადს” უწოდებენ. მოქმედება საგიჟეთში ხდება, სადაც მარკიზ დე სადი სპექტაკლს პაციენტების მონაწილეობით დადგამს.
შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის რევოლუცია გზა, რომელიც მოგვანიჭებს ბედნიერებას, გაგვხდის თანასწორებს და დაგვიკმაყოფილებს სურვილებს? სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს მარკიზ დე სადი საკუთარი ექსპერიმენტული სპექტაკლის მეშვეობით და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.
3. დათო ქარდავა - “მტაცებლები ურბანულ გარემოში” (გამომცემლობა ინტელექტი)
მტაცებლები ურბანულ გარემოში დათო ქარდავას მორიგი წიგნია. ის, რაც თავიდან ბოლომდე განსჭვალავს ამ წიგნს – ესეებისა და სტატიების კრებულს – არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი, ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის წარსულისა და ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება... ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს.
4. დავით წერედიანი - “თემა და ვარიაციები” - (გამომცემლობა ინტელექტი)
დავით წერედიანის "თემა და ვარიაციები" წლების განმავლობაში იწერებოდა, ავტორისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლობით, ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ლიტერატურული პრობლემის სიღრმისეული გააზრებით.
ეს წიგნი ერთდროულად დღიურიცაა, პირადი ჩანაწერებიც, უაღრესად საინტერესო შემოქმედებითი ლაბორატორიის გასაჯაროების ცდაც და პროფესიული მასტერკლასიც, რომელიც ძალიან გამოადგება ყველას, ვისთვისაც ცხოვრება და ლიტერატურა მუდმივი ძიების, აზროვნების, კერპების მსხვრევისა და აღმოჩენების გამოა მიმზიდველი.
5. ნიკოს კაზანძაკისი - ალექსის ზორბასის ცხოვრება (დიოგენე)
დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, "ალექსის ზორბასის ცხოვრების" ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია - კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
6. მარგარეტ ეტვუდი - “ორიქსი და კრეიკი” - (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში")
კანადელი პოეტი და მწერალი ქართველი მკითველისთვის უკვე კარგად ნაცნობია. გამომცემლობამ წიგნები ბათუმში მარგარეტ ეტვუდის მორიგი წიგნი გამოსცა, რომელსაც ორიქსი და კრეიკი ჰქვია.
"მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლის", - ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.
7. დანიილ ხარმსი - “შენ ფანჯარაში დამინახავ” (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში")
“ლიტერატურაში, აკადემიური მწერლების გარდა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც ანგრევენ კედლებს, გამოდიან საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან და მუდმივად ახალი გზების ძიებაში არიან. ზუსტად ასეთი მწერალია დანიილ ხარმსი – ირაციონალური, უკიდურესობების მწერალი, რომელიც აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მიიჩნევა.
მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა, სამოციანი წლებისბოლოს, ხარმსი აღმოაჩინა. სიტყვებისა და ასოების თამაშით დაწერილი, ერთი შეხედვით, აბსურდული და ალოგიკური ვარიაციები მომავლის მწერლობა აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ უდიდესი ექსპერიმენტატორის მიერ დიდი ტრაგიზმითა და იუმორით დაწერილმა ტექსტებმა მომავალში დაიდეს ბინა.
ხარმსი – აბსურდული სინამდვილის დღესასწაული! ამ მოგონილ, ილოზიურ „დღესასწაულში“ ვიმყოფებით ჩვენ, ადამიანები, მას შემდეგ, რაც დედამიწა გაჩნდა.” - წერს წიგნის მთარგმნელი მანანა მენაბდე
8. აკა მორჩილაძის "კუპიდონი კრემლის კედელთან" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
აკა მორჩილაძის ახალი წიგნი უკვე შეფასდა, როგორც მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი.
"იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის "მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი "მკვლევრის" პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს", - წერია წიგნის ანოტაციაში.
9. ზურა ჯიშკარიანი - “საღეჭი განთიადები: უშაქროდ” (მწვანე ყდით) (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ზურა ჯიშკარიანი პირველად მუსიკალური პროექტში „Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს ერთ-ერთი წევრი. „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს.
სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას“. „რეალობა უკვე კარგა ხანია დაინგრა, მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი... მეშიახი კი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია. მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა - შვას რევოლუციები. თან, ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან“. „თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა“.
10. ალექსანდრე დიუმა - ჯადოსნური ზღაპრები (გამომცემლობა აგორა)
ამ ზღაპრების ავტორი არისტოკრატი ბაბუისა და მისი ზანგი მონის, მარი - სეზეტ დიუმას შვილიშვილია. როდესაც მამამისი, ალექსანდრე დავი დე ლა პაიეტრი დაქორწინდა, უარი თქვა გვარზე, მარკიზის წოდებაზე და გახდა გენერალი დიუმა. იგი ბევრ ბრძოლაში მონაწილეობდა. ერთხელაც ტყვედ ჩავარდა, მოწამლეს და მძიმედ დაავადებული დაბრუნდა შინ. 1806 წელს გენერალი დიუმა გარდაიცვალა და უსახსროდ დატოვა ცოლი და ორი შვილი - მათ შორის მომავალი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელიც მაშინ სამი წლის იყო. ალექსანდრე დიუმა იძულებული გახდა, თავის სარჩენად 14 წლის ასაკში დაეწყო მუშაობა, თავიდან სანოტარო კანტორაში, შემდეგ ბიბლიოთეკარად ორლეანის ჰერცოგთან. 17 წლიდან მან დაიწყო პიესების წერა, რამაც სახელი გაუთქვა. ხოლო კიდევ 17 წლის შემდეგ დაიწყო რომანების წერა და ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება ჟურნალებში. ალექსანდრე დიუმამ ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა. მან საქართველოც მოინახულა და თავისი შთაბეჭდილებები გამოსცა წიგნად სახელწოდებით „მოგზაურობა კავკასიაში“. ალექსანდრე დიუმას ორი შვილი შეეძინა. მათ შორის ერთი, ალექსანდრე დიუმა-შვილი, ცნობილი მწერალი გახდა. ალექსანდრე დიუმა - მამა გარდაიცვალა 1870 წელს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დღემდე გამუდმებით გამოსცემენ მის რომანებს, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამი მუშკეტერი“, „გრაფი მონტე - კრისტო“, „შავი ტიტა“.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები