რ2: დათო სარალიძეს ფარდულში ვერცხლისფერ საგანს ერთ-ერთი დეკანოზის შვილი ურტყამდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მოწმე ყვება, რომ დავით სარალიძეს ერთ-ერთი დეკანოზის შვილი ფარდულში გაურკვეველ ნივთს ურტყამდა. დავით სარალიძე ამ დღეს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვა.
გთავაზობთ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გაშიფრულ ვერისიას:
- ბრალდებული: არ დამინახავს კ-ს დროს ნივთის ფერი, უბრალოდ ხელში რაღაც ეჭირა.
- და მ-ს დროს ფერი გაარჩიე?
- კი იმიტომ, რომ შედარებით ახლოს მედგა.
- ის ვერცხლისფერი ნივით, რომელით თქვენ ბრძანეთ, მ. რომ ურტყამდა სარალიძეს, ამ ნივთის მეორე მხარე თუ ჩანდა?
- ანუ ტარი დავინახე, მეორე მხარე არ დამინახავს.
- ესენი როდესაც ერთდროულად ურტყამენ სარალიძეს ამ ნივთებს ფარდულში, მ და კ ამ დროს ერთმანეთთან კომუნიკაცია თუ აქვთ, თუ საუბრობენ?
- არა, არ ვიცი.
- კ ფარდულში, როგორ ხედავ, რას აკეთებს?
- ურტყამს ხელს სარალიძეს.
- რომელ მხარეს ურტყამს?
- მარცხენა მხარეს.
- რა იცი, რომ ხელი იყო, ხედავდი კარგად?
- ნუ, არ დამინახავს ზუსტად რა იყო.
- მაგრამ მოძრაობას ხედავდი, თუ საიდან იცი რას აკეთებდა?
– მოძრაობას ვხედავდი.
– შიგნით არის შესული კ ფარდულში?.
- კი
– მ სად არის?
– კ-ს მერე მ შევიდა ფარდულში.
– მ რას აკეთებს, თუ ხედავდი?
– მ-ც ურტყამდა სარალიძეს.
– რომელ მხარეს იდგა?
– უკან და ოდნავ მარჯვნივ.
– ხედავდი ხელში რა ეჭირა?
– ვერა.
– უკან და მარჯვნივ, ანუ შიგნით იყო ხომ ფარდულში?
– კი.
– ანუ შენ ამბობ, რომ ურტყამდა კ და ურტყამდა მ სარალიძეს?
– კი.
"ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჭრილობა მ-მ [სასულიერო პირის შვილი] მიაყენა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან პროკურატურას ჯერ კიდევ სამი თვის წინ მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვეს, რადგან პროკურატურაში განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებდნენ მტკიცებულებების გარეშე", - ამ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები