განახლება: ზაზა სარალიძემ ვაკის პარკი მისვლიდან მალევე დატოვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ზაზა სარალიძემ გადაწყვიტა, რომ ის ვაკის პარკში გამართულ აქციაზე რჩება. On.ge ეცდება თავად სარალიძესთან გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, თუმცა ის სახალხო დამცველს ესაუბრება.

ვაკის პარკში აქცია დღეს, 15 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს და ამ მიზეზით შეიკრიბნენ ვაკის პარკში. გუშინ, 2 ივნისს, გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაში პოლიტიკოსებიც ერთვებიან.