კახა კალაძე: თუ მემანქანეები გაიფიცებიან, ჩვენც კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცადებით, მეტროს მემანქანეები, რომლებმაც დღეს, სამ მაისს გაფიცვა და შიმშილობა დაიწყეს, მოსახლეობას და თბილისის მერიას შანტაჟის ენით ელაპარაკება.
კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის მომატება შეუძლებელია.
"ვიცით, რომ სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიონი ლარით გადის მინუსში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს არ არის ჩემთან მიმართებაში საუბარი", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მემანქანეები შანტაჟის ენით ელაპარაკებიან დედაქალაქის მოსახლოებას, 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება და ეუბნებიან, რომ 1400, 1600, 1800 ლარი მათთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ.
"ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას - ვკითხოთ იმ 400 ათას ადამიანს, რამდენია მათი საშუალო ხელფასი და ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ეს არ არის სწორი ფორმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენით საუბარს არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ეს არის თქვენს მიერ, ჩვენს მიერ, ჩვენი მოქალაქეების მიერ ხელფასებიდან გადახდილი გადასახადები, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ მუნიციპალიტეტში გადმოდის", - აცხადებს კახა კალაძე.
მისივე განცხადებით, მერიას თანხების მენეჯმენტი და სწორად გადანაწილება ევალება და ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს ამის, რომ მემანქანეებს ხელფასი 45%-ით გაიზარდოს.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც ქალაქს დააზიანებს: "გარდა მემანქანეებისა, ჩვენთან დაახლოებით 24 ათასი ადამიანი მუშაობს. არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები, რომლებსაც ორჯერ და ოთხჯერ ნაკლები ხელფასები აქვთ და ამ ადამიანებს რა ვუპასუხოთ? მე ნამდვილად არ და ვერ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ ქალაქს და ყველა იმ ადამიანს დააზიანებს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს".
დედაქალაქის მერის თქმით, მემანქანეებს გაფიცვის კანონიერი უფლება არ აქვთ და იმ შემთხვევაში თუ მაინც გაიფიცებიან, თბილისის მთავრობა კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
"სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, მემანქანეებს გაფიცვის უფლება დროებით შეუჩერა იმიტომ, რომ ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მემანქანეებს გაფიცვის უფლება არ აქვთ. თუმცა თუ ისინი გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, ჩვენც კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ყველა ის მიმართულება იქნება განხორციელებული, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ეს იქნება ხელფასების დაკავება და ა.შ.", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და უვადო შიმშილობა დაიწყეს, რაც მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.
მემანქანეთა გაფიცვა
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება "სამუშაო საათების განმავლობაში".
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები