პოლიტიკასთან დაგვაკავშირეს - ვინ წაშალა გრაფიტზე წარწერა: 14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი
გრაფიტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და გამოძიებაში არსებულ კითხვებს აპროტესტებდა, ქუჩის მხატვრობის ფესტივალის ორგანიზატორებმა თავისი სურვილით გადაღებეს. ამის შესახებ On.ge-ს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტმა ვასილ შურაძემ განუცხადა.
მისი თქმით, წარწერის გადაშლის მიზეზი ქუჩის მხატვრობის ფესტივალის პოლიტიკასთან დაკავშირება გახდა.
"ამ მსხვერპლზე წასვლა მოგვიწია, რადგან პოლიტიკასთან დაგვაკავშირეს", - განაცხადა ვასილ შურაძემ.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელში, ქუჩის მხატვრების სახელს იყენებდნენ, გრაფიტის ფოტოს აშეარებდნენ და იმუქრებოდნენ. ვასილ შურაძის თქმით, ისინი კონკრეტულ სახელებზე და ახალგაზრდული პოლიტიკური ფრთების წარმომადგენლებზე გავიდნენ.
"ავტორი საქმის კურსში ჩავაყენეთ, ძალიან შერცხვენილები ვართ და ძალიან დამნაშავედ ვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ ვერ შევძელით დაგვეცვა. ჩვენმა საზოგადოებამ პოლიტიკურ გასაღებში თუ არ დაინახა რამე, სხვანაირად ვერაფერს ხედავს", - უთხრა On.ge-ს ვასილ შურაძემ.
მან განმარტა, რომ გრაფიტის შინაარსის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდა და ეთანხმებოდა, რადგან ისინიც იგივე სოციუმის წარმომადგენლები არიან და მსგავსი პრობლემები აწუხებთ.
"ვეთანხმებოდი ნახატის შინაარს და მთელი კომპოზიცია მომწონდა, მაგრამ ამის პოლიტიზირებას არ ვახდენთ", - ამბობს ვასილი.
გრაფიტის ავტორის სანდრო ფაჩუაშვილის განცხადებით, ფესტივალის ავტორებმა საქმის კურსში ჩააყენეს და წარწერის ერთობლივად წაშლა შესთავაზეს, რადგან ადამიანები პოლიტიკურად კითხულობდნენ ამ მესიჯს.
"ერთობლივ წაშლაზე უარი ვთქვი თუმცა ვუთხარი შეეძლოთ ემოქმედათ როგორც სურდათ", - უთხრა On.ge-ს გრაფიტი ავტორმა.
ვასილ შურაძემ ასევე განმარტა, რომ ნახატის წაშლა თბილისის მერიის მოთხოვნა არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.
"მერია, პირიქით, წინააღმდეგიც კი იყო, რომ წაშლა პოზიციების დათმობად არ ჩათვლოდათ, ვითომ შეგვაზანზარესო. ჩვენ მაინც ასე ვარჩიეთ", - ამბობს შურაძე.
"14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი" - გრაფიტი თბილისის მერიის დაფინანსებული პროექტით დაიხატა, ხატვის უფლებაც უწყებაში გაიცა.
პროექტი რომ თბილისის მერიისგან არის დაფინანსებული, ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ თბილისის მერიის პრესსამსახურიშიც. უწყებაში ამბობენ, პროექტი 2 ივნისს დაიწყო და საღებავები მათ იყიდეს.
პროექტის ორგანიზატორიც და დამფინანსებელიც აცხადებენ, რომ მხატვარი გრაფიტის შესრულების დროს ნახატის შინაარსში თავისუფალი იყო.
გუშინ, 4 ივნისს ბარათაშვილის ხიდზე გრაფიტი გაჩნდა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და გამოძების მიმდინარეობას ეხმაურებოდა. 14 წლის, 13 ჭრილობა და 0 მკვლელი - ამ წარწერით ავტორმა ბოლოდროინდელი მოვლენები გააპროტესტა.
დღეს, 5 ივნისს, მერიის წარმომადგენლებმა ნახატი თეთრი საღებავით გადაღებეს, ოღონდ მხოლოდ ის ნაწილი, რომელზეც წარწერა იყო გაკეთებული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას 2 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის.
მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დამნაშავეებს პროკურატურის მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს და მტკიცებულებების განადგურებასაც მათ შეუწყეს ხელი.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, სარალიძემ პროკურატურასთან აქცია გამართა და მთვარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და დაუყოვნებილ დასჯა მოითხოვა. ირაკლი შოთაძე გადადგა, თუმცა საპროტესტო აქციები მისი დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა ხორავას საქმის გამოძიება, პარლამენტში კი - საგამოძებო კომისია შეიქმნა, რომელიც აქამდე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ხარვეზებს გამოიძიებს.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები