როგორია იყო აზერბაიჯანელი მსახიობი ქალი საქართველოში - აიდა თაგიევას ისტორია
"თუ სცენაზე ინტიმურ სცენას ვთამაშობ, მაყურებელი ფიქრობს, რომ ქუჩის გოგო ვარ. სიტყვა სექსის გაგონებაც კი მათ გაღიზიანებას იწვევს. "თამამი" სცენების დროს მაყურებელი ხშირად პროტესტს ღიად გამოხატავს და დარბაზს ტოვებს. ძალიან რთულია, იყო ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალი და მუშაობდე მსახიობად", - ამბობს ახალგაზრდა მსახიობი აიდა თაგიევა.
აიდა 29 წლისაა. ის ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში მუშობს. დასში მხოლოდ სამი მსახიობი ქალია. აიდა ამბობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მსახიობი ქალის მიმართ: "როდესაც პირველად გამოვედი სცენაზე, 16 წლის ვიყავი. პატარა სპექტაკლი იყო. ჩემი გამოსვლა მოეწონათ და თეატრში სამსახიობო კურსებზე მიმიწვიეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დავამთავრე, მაგრამ სცენაზე ყოფნის ინტერესმა და სიყვარულმა გადაძალა და მუშაობა თეატრში გავაგრძელე. იმის გამო, რომ მსახიობის პროფესია ავირჩიე, ბევრი პრობლემა შემხვდა. ყველაზე უბრალო ინტიმური სცენის თამაშსაც კი, მაგალითად ჩახუტების სცენას, მაყურებელი უარყოფითად ხვდება. პროფესიული არჩევანის გამო ოჯახშიც მქონდა პრობლემები, მაგრამ დროთა განმავლობაში ოჯახის წევრებმა გამიგეს და მხარი დამიჭირეს".
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი თეატრია. ის 1909 წელს დაარსდა. როგორც ბევრ სხვა თეატრში, აქაც მრავალი წლის განმავლობაში ქალის როლს კაცი ასრულებდა. დღესაც კი ბევრი ახალგაზრდა გოგონა ოჯახის ზეწოლით იძულებულია უარი თქვას საკუთარი ოცნების ასრულებაზე და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაბარებას ვერ ბედავს. ის მცირე ნაწილი კი, რომელიც მსახიობის პროფესიას ეუფლება, გათხოვების შემდეგ თეატრსაც და პროფესიასაც სამუდამოდ ემშვიდობება: აიდა ტაგიევა ამბობს, რომ ქალი მსახიობების დიდი ნაწილი ოჯახის შექმნის შემდეგ ქმრების დაჟინებული მოთხოვნით, თეატრს ტოვებს.
რამდენიმე წლის წინ თვითონ ისიც იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო: "ის ჭორები, რაც ჩემზე ვრცელდება, არ არის სასიამოვნო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. ოთხი წლის წინ მეც მიმტყუნა ნერვებმა. განცხადება დავწერე და თეატრიდან წავედი. თუმცა, საყვარელ პროფესიასთან განშორება დიდხანს არ გაგრძელდა. ხელმძღვანელობა მთხოვდა, რომ უკან დავბრუნებულიყავი. სცენისგან შორს ყოფნა მეც გამიჭირდა. 2 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი თეატრში. ვცდილობ, ჭორებს ყურადღება აღარ მივაქციო. ირგვლივ მყოფი ადამიანების ზეწოლა თან მაწუხებს და თან ძალასაც მაძლევს. ხომ იცით როგორც ხდება: რაც მეტ ზეწოლას ახდენენ შენზე, მით უფრო ძლიერდები".
ახალგაზრდა მსახიობი ამბობს, რომ თეატრთან ორწლიანი განშორებისას მიხვდა, როგორ უყვარს ხელოვნება: "მიყვარს სხვადასხვა პერსონაჟების გაცოცხლება. არ აქვს მნიშვნელობა, დადებითია ეს პერსონაჟი თუ უარყოფითი. ვცდილობ, ყველა ჩემს გმირში ჩემი სული ჩავდო. თეატრი მეხმარება განსხვავებული ხასიათების და სულიერი სამყაროს მქონე ადამიანების შეცნობაში. ჩვენც ვეხმარებით საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში და სცენიდან მათ დამაფიქრებელ მესიჯებს ვუგზავნით".
მსახიობი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული დრამატული თეატრიდან მსახიობების წასვლის კიდევ ერთი მიზეზი თეატრის ფინანსური და ტექნიკური პრობლემებია: შენობა, რომელიც დაახლოებით 136 წლის წინ აშენდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში უფუნქციოდაა მიტოვებული. 2004 წელს შენობა ნაწილობრივ შეაკეთეს და ისევ თეატრს გადასცეს. თუმცა, საფუძვლიანი რესტავრაციის გარეშე თეატრში სპექტაკლის ჩვენება მაინც შეუძლებელია: შენობაში არც სკამებია, არც სცენა, არც ფარდა, არც ჭერი და არც იატაკი….
დღემდე დასი სპექტაკლს სხვა თეატრის სცენაზე მხოლოდ ერთხელ – პრემიერაზე თამაშობს: თანხის გადახდის გარეშე სპექტაკლის დადგმის ნებართვას სხვა თეატრები მათ ერთჯერადად, მხოლოდ საპრემიერო ჩვენებისთვის აძლევენ. თეატრს კი იმდენი ფული არ აქვს, რომ არასაპრემიერო ჩვენების დროს სცენის ქირა გადაიხადოს. იმის გამო, რომ საკუთარი სცენა არ აქვთ, ხშირად სპექტაკლების გამართვას ვერ ახერხებენ, რის გამოც თეატრი ფინანსურად ზარალდება.
ფინანსური პრობლემების გამო კი თეატრს კადრების მოზიდვა უჭირს: დასში, რომელსაც სულ მცირე 25 მსახიობი სჭირდება, ამჟამად მხოლოდ 11 მსახიობია დასაქმებული. თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურს დაბალი ხელფასის და სათანადო პირობების არარსებობის გამო ტოვებს: "ცოტა ხნის წინ მარნეულში "წითელქუდა" ვითამაშეთ. 300 კაცი იყო მოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თეატრის მიმართ ინტერესი არსებობს. კარგი პირობები და ნორმალური ხელფასი გვჭირდება იმისთვის, რომ თეატრი და ჩვენი პროფესია განვითარდეს. რადგან მსახიობის ხელფასი საკმარისი არ არის, დამატებით სამუშაოსაც ვიღებ: ვთარგმნი და სტატიებსაც ვწერ. თუმცა, ჩვენ - ყველას გვინდა, რომ მხოლოდ ერთ საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებულები და მთელი ჩვენი ენერგია მხოლოდ თეატრზე იხარჯებოდეს. იმისათვის, რომ გახდე მსახიობი, მარტო ნიჭი არ არის საკმარისი. საჭიროა თავგანწირვა და საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებასთან გამკლავების ძალაც".
ავტორი: ხაიალ აზიზოვი
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
კომენტარები