გიორგი კვირიკაშვილი: გუდაური სამჯერ გაიზრდება
საქართველოს მთავრობის 8 ივნისის სხდომაზე გუდაურის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაცია დამტკიცდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის.
პრემიერის შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას, განსაკუთრებით, ზამთრის კურორტებზე, რათა არ იყოს სტიქიური განვითარება და თავიდანვე სწორად დაიგეგმოს - არსებობდეს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზონები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები.
"სტიქიურად, მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერების ბიზნესინტერესებზე დაყრდნობით ამის მიშვება, არასწორ შედეგს მოგვცემს. ვფიქრობ, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ განახორციელა კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად, გვაძლევს საშუალებას, გეგმაზომიერად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი კურორტი გუდაური", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტის გეგმის შესაბამისად განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველო, კერძოდ გუდაური და ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
პრემიერის განმარტებით, გუდაური, სამ ტერიტორიად იყოფა: ესენია - 1. ცენტრალური გუდაური; 2. ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი. 3. კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც პრემიერის აზრით, გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან და სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს მისცემს საშუალებას, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით, რომლის მშენებლობა წელს იწყება, ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალში ტრასების განვითარება იგეგმება ასევე ჩრდილოეთის ფერდობზე, რადგან ჩრდილოეთის ფერდობს, მზის მიდგომის გათვალისწინებით, თოვლის გაცილებით უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების პოტენციალი აქვს.
"მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის", - აცცადებს პრემიერი.
მისი თქმით ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება.
"ბევრ წამყვან კურორტზე, ნახევარს აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უბრალოდ ახალი წლის გასატარებლად, დასასვენებლად მიდიან და არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ გუდაურში, მიმდებარე სოფლებისა და სტეფანწმინდის მცხოვრებლებისთვის ოთხსეზონიანი დატვირთვა და შემოსავალი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები