ეს შენ გეხება - არასამთავრობოები ახალ კანონპროექტზე მუშაობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავ უწყებებს ადამიანების ფარული მიყურადება გარე კონტროლის მექანიზმის გარეშე არ უნდა შეეძლოთ. NGO-ების აზრით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება, ჯერჯერობით, წინ არ მიდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ რეაგირებას ვერ დაინახავენ, შესაძლოა კამპანიამ ეს შენ გეხება პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კამპანიაში ჩართულმა არასამთავრობოებმა ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისში დახურული შეხვედრა დღეს, 28 მარტს, გამართეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გასაღები არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ხელში. მთავარი არის, რომ მათ არ უნდა შეეძლოთ ვინმეს მოსმენა გარე კონტროლის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს მეორე, ან მესამე პირი, რომელიც მათ გააკონტროლებს", - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორმა ეკა გიგაურმა.
NGO-ები მიიჩნევენ, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ სანქციის დამძიმება ვერ იქნება და ის აუცილებლად აისახოს პრაქტიკაში. მათი თქმით, ამ პროცესში ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მნიშვნელოვანია იმ დეპუტატების დაკითხვა, რომლებიც ბოლო დღეებში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ.
CIDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით, NGO-ები ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც სახელმწიფოს მინიმალურ შესაძლებლობას მისცემს, რომ შემდგომში უკანონო მიყურადებას ჰქონდეს ადგილი. მისი განმარტებით, ინიციატივაზე მუშაობის დასრულებისთანავე ისინი მას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმშია და არ იცის, მიაღწია თუ არა პროკურატურამ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს და თუ არსებობს რაიმე კონკრეტული სტრატეგიული გეგმა, რომელიც შემდგომი კადრების გავრცელების პრევენციას უზრუნველყოფდა. მისი თქმით, ზემოაღნიშნული ბადებს კითხვას, რამდენად ეფექტიანად ებრძვის ხელისუფლება შექმნილ პრობლემას და რამდენად ადეკვატურად აქვს მას ის საფრთხე გააზრებული, რომელიც უკავშირდება ფარულ ჩანაწერებს:
"საკანონმდებლო დონეზე აღმოსაფხვრელია ის ხარვეზები, რომლებიც კვლავ უტოვებს შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას, რომ აწარმოონ უკანონო მოსმენები/ჩაწერები ყოველგვარი კონტროლის გარეშე. პრაქტიკაში უნდა შედგეს პრეცედენტები, რომ ამ ტიპის დანაშაულის როგორც შემკვეთები, ისე შემსრულებლები უნდა დაისაჯონ. თუ დასჯის პრეცენდენტები არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეწერება კანონში".
11 მარტს გავრცელდა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. 14 მარტს ამ ტიპის კიდევ ერთი ვიდეო მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მათი სახეები დაფარულია. ვიდეოს ავტორები ემუქრებიან კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს კიდევ გაავრცელებენ, თუ 31 მარტამდე თავიანთ საქმიანობას არ შეწყვეტენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ". უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით ლორთქიფანიძემ კი, პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს ინგა გრიგოლიას მიმართა ირონიული ფრაზით, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები