მიშა მშვილდაძე

10 ივნ, 2018

სისტემამ გაჭყლიტა ზაზა სარალიძე. სისტემა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იპოვოს თავისი სიმართლე. სისტემა დასცინის მას, სისტემა ამასხარავებს, სისტემა ეთამაშება, სისტემა არ უდგება სერიოზულად და სისტემა არ ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის ბრძოლა ერთი ადამიანის მთელ სისტემასთან მაგრამ ეს სისტემაც არ არის უსახო და აბსტრაქტული. ამ სისტემის უკან ერთი ადამიანი დგას და ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, ეს ზუსტად ვიცით ყველამ.

ეს არის ბრძოლა ერთი ადამიანის სიმართლე უფრო ძლიერია თუ ერთი ადამიანის სისტემა. ერთი ადამიანი უფრო პრინციპული იქნება, უფრო მეტს მოითმენს, უფრო ზუსტად შეძლებს თავისი ბრძოლის წარმართვას. თუ ერთი ადამიანი უფრო ეშმაკი და შენძრეული იქნება და სწორად გადმოყრის რაღაც ბარტყებს, ჭანჭიკებს იმ სისტემის, რომლებიც არაფრად არ უღირს არც იმათ და არც ჩვენ. 

ეს არის ბრძოლა სიყალბესა და გულწრფელობას შორის და ჩვენი ვალია, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს სიმართლემ. ჩვენი ვალია, რომ აღარასდროს ამ ქვეყანაში არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სისტემამ გაჭყლიტა და რომლებმაც დაკარგეს რწმენა. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და გამოვუცხადოთ ადამიანების იმედი, რომ ჩვენც ვარსებობთ, ჩვენ გვესმის მისი, ჩვენ ვუდგავართ მას გვერდით და ჩვენ დავეხმარებით თავისი სიმართლის პოვნაში.

მიუხედავად იმისა, რაოდენ ძლიერი, სასტიკი და ულმობელი არ უნდა იყოს ის სისტემა, რომელიც გვებრძვის, ჩვენ ერთი რამ ვიცით ზუსტად, რომ ეს ძალადობრივი, პოლიციური, პროკურორული, ძალმომრეობითი, ცინიკური სისტემა უნდა დაინგრეს. 

ეს ბრძოლა თავისი არსით არის პოლიტიკური და ყველა ადამიანი, ვინც აქ იბრძვის, რაღაც დოზით მონაწილეობს პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ბრძოლაში შეიძლება რამე იყოს ისეთი, რაც შეიძლება გვიტყდებოდეს, არ მოგვწონდეს, ამიტომ აქ არ ვიდგეთ. სინამდვილეში, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვის მხარეს ვდგავართ: ზაზასკენ ვართ თუ ბიძინასკენ. სხვა არჩევანი აქ არ არის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა8763 ნახვა
  2. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ8162 ნახვა
  3. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა2982 ნახვა
  4. "ოცნების" პარლამენტმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი I მოსმენით მიიღო1958 ნახვა
  5. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული1578 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნორვეგიის საგარეო: ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი, რეპრესიული მექანიზმებით მათ შორის, უცხოელი აგენტების კანონით

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმაურება ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს. მათი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~