რა ხდება თსუ-ში?
უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენათა მოკლე ქრონოლოგია
2016 წლის 27 იანვარს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ კანცლერის პოსტზე დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) იოსებ არჩვაძის კანდიდატურა წარუდგინა.
16 თებერვალს არჩვაძემ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: „უნივერსიტეტის კოლექტივში, სტუდენტობაში შეიმჩნევა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩემი კანდიდატურის მიმართ, კერძოდ, პოლიტიკურ ორიენტაციასთან, სამართლიანობასთან და პრინციპულობასთან დაკავშირებით“.
აკადემიურმა საბჭომ კანცლერობის კანდიდატად კონკურსში მონაწილე დანარჩენი ოთხი კანდიდატიდან, რომელთა შორის იყვნენ გიორგი გაფრინდაშვილი, თამარ კაპანაძე, ალექსანდრე ჩხიტაური და კახაბერ ჭეიშვილი, არჩევანი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელ გიორგი გაფრინდაშვილზე გააკეთა.
7 მარტს სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია გამართა, სადაც თსუ-ს თვითმმართველობის მიერ ფულის არამიზნობრივი ხარჯვა და ადმინისტრაციისგან მათთვის მინიჭებული პრივილეგიები გააპროტესტეს.
იმავე დღეს, სტუდენტებმა მოითხოვეს თსუ-ს კანცლერის არჩევნებიდან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა. მათი თქმით, გაფრინდაშვილი 2011 წლიდან მონაწილეობდა განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტთა დევნაში, გარდა ამისა, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ე.წ. ოდეერი მფარველობდა.
უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს დაუდასტურა, რომ თსუ-ში ე.წ. ოდეერი იყო უნივერსიტეტის თანამშრომელი ივა კავსაძე, რომელიც გაფრინდაშვილის მეგობარია. გაფრინდაშვილმა ყველა ბრალდება უარყო. თავდაპირველად ის უარს აცხადებდა კანდიდატურის მოხსნაზე.
10 მარტს სტუდენტებმა ჩაშალეს თსუ-ს სენატის სხდომა და მათ არ მისცეს კანცლერის არჩევის საშუალება.
14 მარტს უნივერსიტეტის ეზოში ერთდროულად გაიმართა გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე და მომხრე სტუდენტების აქცია. გაფრინდაშვილს მხარს, ძირითადად, თვითმმართველობის წევრები უჭერდნენ. საბოლოოდ, გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, მან რექტორს, ვლადიმერ პაპავას გადადგომისკენ მოუწოდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად 14 მარტს არაერთხელ სცადეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე და რექტორის კაბინეტში შეჭრა, თუმცა, თსუ-ს დაცვის სამსახურმა და პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.
დაპირისპირებული სტუდენტები პოლიციასთან და მედიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იმყოფებოდნენ.
15 მარტს თვითმმართველობის წევრებმა მოახერხეს რექტორის კაბინეტში შეჭრა, შემდეგ აკადემიური საბჭოს ოთახში გადაინაცვლეს და ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ისინი მიიჩნევენ, რომ რექტორმა კანცლერის არჩევნებში თავისი კანდიდატურა — იოსებ არჩვაძე ვერ გაიყვანა, რის შემდეგაც ხელი შეუწყო უნივერსიტეტში ქაოსის დაწყებას.
თვითმმართველობის მოწინააღმდეგე სტუდენტები, რომელიც პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში არიან დაბანაკებული, მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის. ისინი რექტორს მოუწოდებენ, არ დაემორჩილოს თვითმმართველობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, თვითმმართველობისა და აკადემიური საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებულ ვითარებაში რექტორის გადადგომა უნივერსიტეტში ქაოსს გამოიწვევს.
რექტორი, ჯერჯერობით, გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, პრობლემები მოლაპარაკებების გზით უნდა დარეგულირდეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თსუ–ს აკადემიური საბჭოს წევრები, რექტორი, სენატის სპიკერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა უნივერსიტეტში შექმნილი კრიზისული სიტუაცია იყო. აუდიტორია 115–ის სტუდენტებმა შეხვედრაში თვითმმართველობასთან ერთად მონაწილეობაზე უარი თქვეს.
16 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა გამართეს აქცია პირველი კორპუსის ეზოში და კვლავ მოითხოვეს რექტორის გადადგომა. პარალელურად, აქციას მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტთან, ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარზე მართავდა აუდიტორია 115. თსუ–ს თვითმმართველობამ მოგვიანებით პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსში, თვითმმართველობის ოთახში გადაინაცვლა.
საღამოს, განათლების სამინისტროში კვლავ გაიმართა აკადემიური საბჭოს, სენატის სპიკერისა და რექტორის შეხვედრა განათლების მინისტრთან. შეხვედრა პატრიარქთან ერთად ლოცვის მიზეზით დატოვა ვლადიმერ პაპავამ. შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თქვა, რომ თუ თვითმმართველობა აყენებს რექტორის გადაყენების საკითხს, აკადემიურმა საბჭომ ამ საკითხზე “გონივრულ ვადებში” უნდა იმსჯელოს.
გვიან ღამით აუდიტორია 115–ის სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს თსუ–ს ადმინისტრაციული შენობა. მათ გაავრცელეს მანიფესტი #115, სადაც წერია რომ მათ მთავარ რადიკალურ მოთხოვნად რჩება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად აკადემიური საბჭოს დაშლა და მისი ფორმირების წესის რეორგანიზება, ასევე, თვითმმართველობის რეფორმირება და საგანმანათლებლო სივრცის ე.წ. ოდეერებისგან გათავისუფლება. ისინი განათლების მინისტრსა და რექტორს აძლევენ ერთთვიან ვადას ცვლილებების დასაწყებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვის უფლებას იტოვებენ. აუდიტორია 115 სტუდენტური მოძრაობის სახით აგრძელებს საქმიანობას.
მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულმა სტუდენტებმა თსუ–ს პირველი კორპუსი დატოვეს, ტერიტორიიდან გავიდა პოლიციაც. პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი 17 მარტიდან აღდგა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები