13 ივნისს 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე: ინოვაცია, ინსპირაცია და ვიზუალიზაცია.

მოწვეული სტუმარი ბრაზილიიდან - პაულო იტალიანი ისაუბრებს დიზაინერის გამოწვევაზე შემოქმედებითი პროცესის დროს და თავად სიტყვა დიზაინის ზუსტ განსაზღვრებაზე, აგრეთვე ის განიხილავს, თუ საიდან მოდის ტრენდი ამ სფეროში.

პაულო გუსტავო იტალიანი პროფესიით ინდუსტრიული დიზაინერია, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები პროდუქტისა და ტრანსპორტის დიზაინის შესახებ. აგრეთვე არის რამდენიმე ცნობილი კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორი.

შეხვედრის მიზანია გამოცდილების გაზიარება და მოტივაციის მიცემა დამწყები დიზაინერებისთვის და ინოვატორებისთვის. შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართება.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. დასწრება უფასოა.