შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს დაუდასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია დაკავებული არ არის.

უწყება სხვა დაკავებულებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ყველა სხვა დეტალზე ბრიფინგზე ისაუბრებენ, რომელიც დღეს, 18 საათზე გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მეორე ნაწილში ნათქვამია:

"პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს".

ცოტა ხნის წინ, თბილისის პარლამენტის წინ აქციისთვის "ნუ მომკლავ" გაშლილი კარვები პოლიციამ დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა ენმ-ის წევრები, ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, რასაც წინ უძროდა დაპირისპირება პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის. ნიკა მელიასთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.

აქციის "ნუ მომკლავ" ორგანიზატორების თქმით, მათი პროტესტი დღეს, 18 საათზე განახლდება.