ენმ-ის დეპუტატი მარნეულის ინციდენტზე: ვუთხარი, რატომ ისაუბრა ჩვენი პარტიის სახელით
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ადასტურებს, რომ ის მართლაც შეხვდა მარნეულის მაცხოვრებელს, ელჩინ ალახვერდოვს, რომლის ცემაშიცაა ბრალდებული. ჟურნალისტებთან საუბრისას ის უარყოფს ცემის ფაქტს და ამბობს, რომ ალახვერდოვს უთხრა, თუ რატომ გააკეთა მათი პარტიის სახელით ასეთი განცხადება:
"უნამუსობა გააკეთა, იმიტომ რომ აგინა ვიღაცას ოჯახი. უსინდისობაა, ვიღაცამ აგინა ქართული ოცნების წევრს და აბრალებ ნაციონალურ მოძრაობას. ამის ლოგიკა ხო უნდა იყოს".
მარნეულის მაცხოვრებლის ცემის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დღეს 13 ივნისს დაიწყო პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის მიმართ. მოქალაქის ცემის ბრალდებით დევნა დაიწყო ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია ქართული ოცნებიდან - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.
პროკურატურის განმარტებით, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი თბილისში, საპროტესტო აქციის დროს მარნეულის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, ფეისბუქის პირდაპირ ვიდეოჩართვაში აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც მარნეულში, პარტიის ოფისთან შეხვედრა სთხოვა. უწყების განმარტებით, ოფისში იყვნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები", - ნათქვამია საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში.
პროკურატურა განმარტავს, რომ სულეიმანოვმა დაზარალებულს მოსთხოვა აეხსნა, ფეისბუქზე პირდაპირ ეთერში ვისი დავალებით ჩაერთო, რის შემდეგაც მან და ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ დაზარალებულს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
უწყების ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა დაზარალებული ერთ-ერთ რესტორანთან მიიყვანეს, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი:
"მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე".
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
კომენტარები