გია ვოლსკი

13 Jun. 2018, 19:19

გიორგი კვირიკაშვილმა ნათლად თქვა და გუშინ თანაგუნდელებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ძალიან ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო საუბარი იმ პრობლემებზეც, რომლებიც საქართველოში მოწყვლად ჯგუფებს გააჩნიათ და გაუარესება სოციალური, რომელიც რთულად აისახა ოჯახებზე და ბავშვებზე. ეს არ იყო მხოლოდ იუნისეფის მოხსენება, როგორც უნდოდათ წარმოედგინათ, 3-4 საათი სწორედ ამ თემას მიეძღვნა ჩვენი მსჯელობა. როგორც ჩანს, ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე, რაც შეეხება იმ ნაწილს, რაზედაც გუნდშიც გამოითქვა და პარტიის თავმჯდომარეც [ბიძინა ივანიშვილი] ახსენა მან და რასაკვირველია, მისი მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, შენიშვნები, ველოდებოდით განცხადებებს ამაზე, ანგარიშს ველოდებოდით. ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ ჯობს წავიდეს. მე ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პიროვნულად მიაჩნია სწორად ამ ვითარებაში. მართალი გითხრათ, მე ამ გადაწყვეტილებას ახლა არ ველოდი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ

მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა…