მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.
პროცედურულად, ქართულმა ოცნებამ მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს გადაუგზავნის განსახილველად.
შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც.
ამის შემდეგ, კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს.
მამუკა ბახტაძის რეზიუმეს მიხედვით, ის არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია
36 წლის მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე ეკავა. მანამდე, 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.
მიუხედავად სოციალურ ქსელებში დარეკლამებული პოსტებისა, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარმა არ იცის, ვინ არის მამუკა ბახტაძე.
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55 პროცენტს მამუკა ბახტაძის სახელი არ სმენია. მისი მუშაობა გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტისთვის იყო მოსაწონი, 22 პროცენტი კი ბახტაძეს უარყოფითად აფასებდა.
NDI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ვინ იყო ბახტაძე მოსახლეობის 43 პროცენტმა არ იცოდა. ასევე, მოსახლეობის 5 პროცენტს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ქონდა, დადებითად კი 9 პროცენტი აფასებდა.
მამუკა ბახტაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელებში მისი ფეისბუქპოსტების, ფეისბუქგვერდისა და ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოების რეკლამები გავრცელდა. ბახტაძე პოსტებს მუდმივად არეკლამებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ On.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გვერდების სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები