NGO-ები: ბოლო 4 წელში შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, 14 ივნისს არასამთავრობო ორანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა.
საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია:
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს".
NGO-ები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას:
"კონვენციის აღსრულების მიზნით დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, დღემდე არ შემუშავებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შემუშავებულა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი, არ წარმოებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს სარეაბილიტაციო სერვისები. აღნიშნული უმთავრესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის".
ხელმომწერი ორგანიზაციებია:
- მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის - MAEE;
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC;
- ვოლფრამის სინდრომი-საქართველო - Wolfram Syndrome Georgia;
- კავშირი ქალი და რეალობა- Woman an Reality;
- ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი - SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES;
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD;
- მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები