ვინ არის მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში პრემიერ-მინისტრობის მეოთხე კანდიდატია. 36 წლის პოლიტიკოსი ფინანსთა მინისტრად ზუსტად რვა თვის წინ 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. პოლიტიკაში მოსვლამდე 5 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ მან ახალი მთავრობა უნდა დააკომპლექტოს და პარლამენტს სამოქმედო გეგმა წარუდგინოს.
განათლება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება
ფინანსთა სამინისტროზე გამოქვეყნებული რეზიუმეს მიხედვით, მამუკა ბახტაძემ კარიერა 2006 წელს საქართველოს რკინიგზაში პროექტების მენეჯერად დაიწყო. 2007 წლიდან 2008 წლამდე სასტუმროების ქსელ რჩეულის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის, ხოლო 2013 წლიდან კი ფინანსთა მინისტრობამდე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.
მინისტრი სოციალურ ქსელებში
ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდგომ პერიოდში მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას თავი სოციალურ ქსელში დარეკლამებული ფოტოებით დაამახსოვრა. მიუხედავად ამისა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მამუკა ბახტაძე.
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55 პროცენტს მამუკა ბახტაძის სახელი არ სმენია. მისი მუშაობა გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტისთვის იყო მოსაწონი, 22 პროცენტი კი ბახტაძეს უარყოფითად აფასებდა.
NDI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ვინ იყო ბახტაძე მოსახლეობის 43 პროცენტმა არ იცოდა. ასევე, მოსახლეობის 5 პროცენტს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, დადებითად კი 9 პროცენტი აფასებდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ On.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის გვერდების სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯებოდა.
უწყებას On.ge-სთვის არ უპასუხია ხარჯავს თუ არა მინისტრი პირად თანხებს სოციალურ ქსელებში რეკლამაზე და ამისთვის დამატებითი წერილის მიწერა ითხოვა.
შემოსავალი მინისტრობის დროს
2017 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრობის პერიოდში, მამუკა ბახტაძის სახელფასო ანაზღაურება 248 816 ლარი იყო.
მინისტრმა ყველაზე დიდი შემოსავალი 184 151 ლარი საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე, 2017 წლის პირველი იანვრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში, მუშაობისას მიიღო. ამავდროულად მუშაობდა შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინში და შპს ჯიარ ტრაზიტში, სადაც მისი ანაზღაურება 53 514 ლარი იყო. მინისტრმა ამ თანამდებობაზე გასულ წელს 10 თვე და 12 დღე იმუშავა და საშუალოდ თვეში 22 600 ლარს მიიღო.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბრიდან მუშაობდა, წლის ბოლომდე კი 11 151 ლარი გამოიმუშავა, ანუ, საშუალოდ თვეში 7 400 ლარი მიიღო, რაც 3-ჯერ ჩამორჩება წინა სამსახურიდან მიღებულ შემოსავალს.
მამუკა ბახტაძის კავშირი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 ათასი ლარი შესწირა. შემოწირულობების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა.
გაიგეთ მეტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე:
- მამუკა ბახტაძის ტოპ 10 ფოტო ინსტაგრამიდან, ლაიქების მიხედვით
- მამუკა ბახტაძე: ადამიანი იყო, არის და იქნება ქართული ოცნების მთავარი ფასეულობა
- პრემიერობის კანდიდატის 4 პრიორიტეტი
- ბახტაძე: სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი 100%-დან 50%-მდე მცირდება
- ბახტაძე: ლომბარდებსა და ე.წ. მევახშეებს იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემა აეკრძალებათ
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები