თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა.
პეტიციაში ჩამოთვლილია შვიდი პუნქტი, რის გამოც პეტიციის ავტორი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე წულუკიანის გადადგომას ითხოვს:
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი სამართალდამცავ სისტემაში განუხორციელებელ რეფორმებზე, რომლებსაც წლებია მოითხოვს საზოგადოება და რომლებსაც უნდა მოჰყოლოდა პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული ინსტიტუციური გარდაქმნა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა;
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სისტემაში განუხორციელებელ რეფორმაზე, რომლის შედეგად სასამართლო სისტემაში მივიღეთ კლანური მმართველობა, ხოლო სასამართლოსადმი ნდობა დღითიდღე იკლებს;
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი სხვადასხვა დროს კბილაშვილის, ფარცხალაძის, ბადაშვილისა და შოთაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაზე და პოლიტიკურად პასუხისმგებელი მათ უვარგის საქმიანობაზე;
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაზე, მათ აღსადგენად სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და უპატივცემულობაზე;
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა თანამშრომლებზე სექსუალურად მოძალადე პაპუნა უგრეხელიძე. მან იცოდა ამ ძალადობის შესახებ, მაგრამ სანამ მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია არ მიიღეს, ერთი წელი უარს აცხადებდა მის გათავისუფლებაზე. სწორედ ამ საქმის გამოა ფუჭი ყველა ის ინიციატივა თუ განცხადება, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად მას წამოუყენებია ან გამოუთქვამს;
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი ქსენოფობიის და სიძულვილის თესვაზე, ამიტომ ფუჭია დისკრიმინაციის წინააღმდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადებები თუ გადადგმული ნაბიჯები;
- თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსის სამარცხვინოდ ჩატარებაზე.
თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პეტიციის პუნქტებზე დაყრდნობით მის გადადგომას ითხოვდნენ.
ასევე, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომის მოთხოვნით ფლეშმობი #1000წერილითეას წამოიწყეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები