არა ფობიას!: სააკაშვილის სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებები სტერეოტიპებს ამყარებს
არა ფობიას! მიხეილ სააკაშვილის მიერ ნათია მეზვრიშვილის სექსისტურად და შეურაცხმყოფელად მოხსენიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლო დროს ექსპრეზიდენტმა არაერთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გაავრცელა. არა ფობიას! განცხადებით, სააკაშვილიი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.
"მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდა თუ არა მსგავსი შედარებების გაკეთებით მიხეილ სააკაშვილს რომელიმე ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის შეურაცხყოფა, მთელი ეთნოსისათვის ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ერთ შემთხვევაში ჩეჩნები, მეორე შემთხვევაში კი ებრაელები. ამდენად, მისი განცხადებები იყო ქსენოფობიის შემცველი", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, ვინაიდან საჯარო პირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია, თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს, სწორედ იმის გამო რომ პოლიტიკოსებს აქვთ მაღალი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებისას ისინი იაზრებდნენ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებიდან მომდინარე საფრთხეებს, რამაც შესაძლოა გაამყაროს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, წაახალისოს შეუმწყნარებლობა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ.
არა ფობიას! მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)
- თანასწორობის მოძრაობა
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საფარი
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები