დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტის მოწმეზე სავარაუდო ზემოქმედების გამო, გირაო გაუუქმდა და პატიმრობა შეეფარდა.

BBC-ის ინფორმაციით, საქმის პროკურორის, რობერტ მიულერის განცხადებით, მანაფორტიმ დაარღვია წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების წესი და მოწმესთან კონტაქტის დამყარება სცადა. ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ, ემი ბერმანმა განაცხადა, რომ მანაფორტიმ ბოროტად გამოიყენა სასამართლოს ნდობა, ამიტომ სასამართლო პროცესამდე, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებით ვეღარ ისარგებლებს.

მანაფორტს ბრალი ედება არჩევნებზე უკანონოდ, რეგისტრაციის გარეშე ლობირებაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადების გადაუხდელობაში.

ამავე თემაზე: