რესპუბლიკელები და დემოკრატები საიმიგრაციო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს დემოკრატების, მისი ოპონენტების დადანაშაულებას იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ბავშვებს მათ მშობლებისგან ანცალკევებს, როდესაც ისინი მექსიკის საზღვარს კვეთენ.
"ბავშვებს მივხედავთ სწრაფად, ლამაზად და მყისიერად. ამ კანონის მიღება ჩვენს ქვეყანას დემოკრატებმა დააძალეს. საშინელებაა. საშინელებაა ბავშვების და მშობლების განცალკევებას როცა უყურებ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან კონგრესის ორივე პალატაში და არ არსებობს კანონი, რომელიც მშობლების შვილებისგან განცალკევებას მოითხოვს. არამედ ეს პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იქნა მიღებული, როდესაც ჯეფ სეშენსმა საზღვრის არალეგალური გადაკვეთისთვის "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა განაცხადა. პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კომპრომისული კანონპროექტი საიმიგრაციო საკითხებზე გასაჯაროვდა.
აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანის ავტორობითაა, ამბობს, რომ ბავშვები, რომლებიც მათ მშობლებთან ერთად კვეთენ საზღვარს არალეგალურად, მშობლებთან ერთად უნდა დარჩნენ, რაც გულისხმობს, რომ მშობლები ბავშვებთან ერთად მოხვდებიან დაკავების იზოლატორში.
რაიანმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება უსაბუთო იმიგრანტების ოჯახების გაყოფას ამერიკის საზღვარზე.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უნდა იყოს შეტანილი საიმიგრაციო კანონდებლობაში", - განაცხადა რაიანმა.
აღნიშნული კანონპროექტი ლეგალურ სტატუსს აძლევს ახალგაზრდებს, რომლებიც ამერიკაში არასრულწლოვან ასაკში მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ. ბევრი მათგანი პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის "დაკას" ნაწილია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
ახალი კანონპროექტი მათ საშუალებას მისცემს ქვეყანაში განუსაზღვრელი დროით დარჩნენ ექვსწლიანი განახლებადი სტატუსით. "დაკას" პროგრამით დაფარულ ახალგაზრდებს, კანონპრექტი დამსახურებაზე დაფუძნებულ ახალ სავიზო პროგრამას სთავაზობს.
ხუთშაბათს, იუსტიციის მდივანმა ჯეფ სეშენსმა ოჯახების განცალკევების პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ "ბავშვების ყოლა არ იძლევა იმუნიტეტს დაკავებისა და სასამართლო დევნისგან".
"ჩვენ ბავშვებს არ ვაგზავნით ციხეში. კანონის მიხედვით, ბავშვები ვინც მშობლებთან ვერ რჩებიან [ჯანდაცვის დეპარტამენტის] მეურვეობის ქვეშ არიან 72 საათში", - განაცხადა სეშენსმა.
ხუთშაბათს საღამოს თეთრმა სახლმა საკუთარი პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ კანონის აღსრულება "ძალიან ბიბლიური" ნაბიჯია.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები