საქართველოს პარლამენტში ახალი პრემიერისა და ძველი მთავრობის დამტკიცებისთვის საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეტაპობრივად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ამის შემდეგ კი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატები გამოვლენ.

მთავრობის ძველი შემადგენლობის გამოსვლას პარლამენტში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულებზე:

ძველი მთავრობის შემადგენლობას გაერთიანებულ კომიტეტებზე 19 ივნისს მთელი დღის მანძილზე მოუსმენენ. პარტიების, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს მთავრობის გარდამავალ შემადგენლობას. ძველი მთავრობისა და ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და უკვე სამი კვირის შემდეგ, მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობას წარადგენს.

ამავე თემაზე: მამუკა ბახტაძის სამთავრობო ხედვა 2018-2020