ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, არანაირი პოსტულატები - გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე
შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩის საქმეზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრისას ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრისგან თავი განზრახ შეიკავა.
"პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი, მართლაც, მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ეს ქალაქი შეძრა, რა თქმა უნდა, აქ კი არ დააყენებდა ამ შეკითხვებს, არამედ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო კომისიის მუშაობაში და ჩვენ სწორედ ამიტომ ვთქვით, მე სწორედ ამიტომ შევიკავე თავი ჩემს გამოსვლაში ამ თემის გაჟღერებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია რამდენიმე დღეში იწყებს მუშაობა და ამის პარალელურად შსს-ში გამოძიება გრძელდება.
"ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ეს იყო უმძიმესი დღეები, დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ უდიდესი პრობლემა გვქონდა ერთ-ერთი ძებნილის დაკავების. ეს იყო უმძიმესი დღეები ქალაქის პოლიციაში და მთლიანად მთელს სამინისტროში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალურის გაკეთება რაც იყო შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მხრიდანაც ვიყავით შეზღუდულები - ეს გახლავთ არასრულწლოვნები", - განმარტა შს მინისტრობის კანდიდატმა.
ის ამბობს, რომ გამოძიებას შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა და ამიტომ საქმე ცალკე გამოყო.
"როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო, და დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე, ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი გარემოებები. სწორედ ამ ახალი გაგრძელებული და გამოყოფილი გარემოებების ფარგლებში, თქვენ იცით, რომ უკვე ახალი ბრალდებულები გვყავს", - განუცხადა მინისტრობის კანდიდატმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში.
"ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები. ამ საქმეში უკვე 9 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა თუ ამ საქმის ფარგლებში თუ გამოჩნდება მე-3 მე-4 და კიდე რამდენიმე, ჩვენ აღვასრულებთ სამართლიანობას", - განაცხადა გახარიამ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები