წულუკიანი: ოპოზიციის ბრალდებები სიცრუეა, კახიძისთვის "ორი გვამი მომიტანე" მინისტრია მოსაწონი
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა გუშინ, 19 ივნისს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას უპასუხა. წულუკიანის თქმით, ბრალდება იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრი ორ სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებდა სიცრუეა.
წულუკიანი გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრის, ოთო კახიძის განცხადებასაც, რომელმაც დაასახელა 10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს თეა წულუკიანი მინისტრი:
"რაც შეეხება ბატონ ოთარ კახიძეს, მან თქვა არგუმენტი იმის შესახებ, რომ მე მისი მოსაწონი ვერ ვიქნები... ამჟამად არის მისთვის მოსაწონი "ორი გვამი მომიტანე" მერაბიშვილი და იბრძვის მისი გათავისუფლებისთვის. მაგრამ ეს გათავისუფლება სამწუხაროდ ვერ ხდება და ვერ მოხდება."
გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის კითხვების მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან ერთად თეა წულუკიანი იყო. ოპოზიციის დეპუტატებს აინტერესებდათ დარჩება თუ არა წულუკიანი ახალ მთავრობაში, როცა საზოგადოება მის გადადგომას ითხოვს.
სხდომაზე იმყოფებოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე. წულუკიანმა განაცხადა, რომ მათი აღდგენა არ მოხერხდა ვინაიდან "ფულზე ვაჭრობა" დაიწყეს. ახობაძემ და სუბელიანმა მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მათ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ამ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ახალ მთავრობაზე 2 ან 3 კვირაში გახდება ცნობილი. თეა წულუკიანის თქმით, სულერთია იქნება თუ არა ახალი მთავრობის შემადგენლობაში, ის მაინც დარჩება ქართული ოცნების თანამებრძოლად.
თავდაპირველად, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგომა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა. გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს იუსტიციის მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა, მიუხედავად იმისა, რომ შოთაძის გადადგომის მიზეზი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი იყო.
არასამთავრობოების მოთხოვნას ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა, წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას აბსურდული უწოდა და არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ დღის წესრიგში დაადანაშაულა.
ამ პროცესების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართა სახელწოდებით: "თეა წადი". არასამთავრობოებისა და მოქალაქეების პოზიცია გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და განაცხადა, რომ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო. თავად წულუკიანმა კი განაცხადა, რომ თანამდებობას მხოლოდ გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვებს.
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები