კიბოს ახალი წამლის ტესტირებისთვის, ფარმაცეპტულ კომპანიებს პაციენტების პოვნა უჭირთ
მსოფლიოს ყველაზე დიდი ფარმაცეპტული კომპანიები კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ჯერჯერტობით წარუმატებლად ეძებენ. მათ კიბოს ახალი წამლის, რომელსაც დაავადების ტრანსოფორმაციის უნარი აქვს, გაყიდვა და დატესტვა სურთ, თუმცა პროცესი დროში იწელება პაციენტების სიმცირის გამო.
ახალი წამალი იშვიათ გენეტიკურ ანომალიებზე, რომელსაც TRK-ს შერწყმა ქვია (ეს ანომალია აშშ-ში ყოველწლიურად 1500-დან 5000-მდე პაციენტს აწუხებს) შეტევით სიმსივნურ წარმონაქმნებს ამცირებს, რაც კიბოს განვითარებას ხელს უშლის. TRK-ს შერწყმა ორი გენის შეერთებაა, რომელიც პროტეინის გადამუშავებას აფერხებს და კიბოს იწვევს. კომპანიები Bayer AG და Roche Holding AG 2018 წლის ბოლოსთვის ორი ახალი წამლის ბაზარზე გამოშვებას გეგმავენ, თუმცა არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება.
საქმე ისაა, რომ კიბოს ახალი წამალი ბაზარზე ვერ გამოჩნდება მანამ, სანამ ექიმები და სადაზღვეო კომპანიები ძვირადღირებულ ტესტირებებს არ ჩაატარებენ. კომპანია Roche გასულ სამშაბათს დათანხმდა 2.5$ მილიარდის დახარჯვას იმ კომპანიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, რომლებიც მსგავს სერვისს ქმნიან. ტესტირებისთვის ერთი პოტენციური კანდიდატის საპოვნელად, ექიმებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ მინიმუმ ასი პაციენტის დნმ, რაც თითო პაციენტზე ათასობით დოლარის დანახარჯს მოიცავს.
"ამ წამლების ბაზარზე გამოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენადაც, ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ ჩაატარებენ თუ არა ტესტირებებს", - ამბობს ფაბრისე ანდრე, სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორი გუსტავ რუსის უნივერსიტეტიდან.
სინამდვილეში, ამ წამლების გამოკვლევას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ორ კომპანიას შორის კონკურენციაა. საქმე ისაა, რომ მოპაექრე კომპანიების მიერ დაფინანსებული ტესტირებების შედეგებს შეუძლიათ შეცვალონ კიბოს დიაგნოსტირების მეთოდი და შესაბამისად, შექმნან მასთან ბრძოლის ახალი გზები. ათობით ან ასობით გენური მუტაციის შემთხვევის შესწავლა, ექიმებს მისცემს საშუალებას შეისწავლონ სიმსივნის განსხვავებული ხასიათი, მისი გენეტიკური ხელწერა და არ დარჩნენ მხოლოდ სიმსივნის ადგილმდებარეობის დადგენის ეტაპზე.
ლალროტრექტინიბის თერაპიის ლიცენზია, რომელიც მკურნალობის ახალი მეთოდის ნაწილია, კომპანია Bayer-მა Loxo Oncology-სგან 1.55$ მილიარდად შეიძინა. ამ უკნასკნელმა უკვე მიმართა აშშ-ს მედიცინის მარეგულირებელ კომისიას, რომლისგანაც პასუხს ნოემბრის ბოლოს ელოდება. პაციენტების მოძიება ტესტირებებისთვის ამ კომპანიების თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ექიმები სიმსივნის კვლევისას ძირითადად ერთ სპეციფიურ წერტილზე არიან ორიენტირებულნი, ზოგიერთები მოლეკულურ ტესტირებასაც ატარებენ, მაგრამ TRK-ზე უმეტესობას არ სმენია და არაფერი უკვლევია.
ამას ემატება ისიც, რომ პაციენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება რეგულაციების გამო ძალიან გართულებულია. მათი გენეტიკის მონაცემები, დნმ და სხვა ინფორმაცია ძირითადად აკადემიური კვლევების შემთხვევაში გამოიყენება და ეს მხოლოდ აშშ-ს პრობლემა არ არის. ჩინეთშიც კი, ბოლო პერიოდში, პაციენტების დოსიეს მოპოვება ძალიან გართულებულია. სწორედ ეს ქმნის პაციენტების დეფიციტს, თანაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი პოტენციური პაციენტის აღმოსაჩენად, საშუალოდ 100 პაციენტის შესწავლაა საჭირო.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები