ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

20 Jun. 2018, 20:14

თქვენ [მამუკა ბახტაძე] მობრძანდით და გვთხოვეთ ნდობის გამოცხადება და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე უბრალოდ თქვენ არ გიცნობთ. არ გიცნობთ, როგორც პოლიტიკოსს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე არ გიცნობთ. შეიძლება, მე უყურადღებო და ცუდი პოლიტიკოსი ვიყო ან ვერ ვადევნებდე რაღაცას თვალ-ყურს. საზოგადოება არ გიცნობთ.

საზოგადოების დიდი ნაწილი არ გიცნობთ, როგორც პოლიტიკოსს და თქვენ გბარდებათ ქვეყანა. ეს თავისთავად არის პრობლემა. პრობლემაა, რადგან თქვენი პოლიტიკური ხედვა, გამძლეობა და პრინციპულობა - ეს არის ის კრიტერიუმები, რითაც მოსახლეობა ირჩევს პოლიტიკოსებს და აბარებს მას ქვეყანას და შემდეგ სთხოვს პასუხს...

არ ვიცი თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა და არ ვიცი როგორი ხართ თქვენ, როგორც პოლიტიკოსი. ერთადერთი, სხვათა შორის, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ვიცი, ხართ ხონელი და ეს ძალიან მომწონს და მიხარია, რადგან ხონი ძალიან მიყვარს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
  5. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა

მოკლედ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი…