"აქციები აერიათ" - ზურა ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო განხილვა 13 ივლისს გაგრძელდება
გირჩის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციელებს სასამართლო სხდომაზე მისი დაკავების შესახებ საუბრის დროს თარიღები აერიათ. ჯაფარიძე 12 მაისის ღამეს დააკავეს, თუმცა, პოლიცია დაკავების მიზეზად სასამართლოზე 13 მაისის აქციის დროს შესაძლო გადაცდომებზე საუბრობდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე ზურა ჯაფარიძის ადვოკატი ამბობდა, გამონათქვამი, რომლის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფია დაკავებული გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში ჯდება. მისი განმარტებით, ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს სწორედ ამ მიზეზით დააკავეს.
შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჯაფარიძის დაკავება ინტერვიუებს არ უკავშირდება და "აგრესიული ქცევების" დასადასტურებლად ვიდეოჩანაწერი წარადგინეს. შსს-ს წარმომადგენელმა, ირაკლი დუმბაძემ სასამართლოზე დისკი მიიტანა, რომელზეც, მისი თქმით, ასახული იყო, როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ჯაფარიძე პოლიციელებს.
დაცვის მხარე კონტრარგუმენტად ამბობდა, რომ "ვიდეო ტენდენციურად მოჭრილი იყო" და 10-წუთიანი, მათი თქმით, სრული ჩანაწერი წარადგინეს.
დღეს, 22 ივნისს მხარეთა ახსნა-განმარტებებს ისმენდა მოსამართლე. მოწმეები გამოიკითხებიან მომდევნო სხდომაზე, 13 ივლისს.
სხდომის დაწყებისას ზურა ჯაფარიძე და მისი ადვოკატი მოსამართლე ნინო ჭალიძის აცილებას ითხოვდნენ, რადგან მან ერთხელ უკვე განიხილა მისი საქმე და შეიძლება ჰქონოდა წინასწარი განწყობა.
ზურა ჯაფარიძე 12 მაისს თბილისში კლუბების ბასიანისა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები