ტრამპი გადაწყვეტილებას ცვლის - ამერიკაში მიგრანტების ოჯახებს აღარ დააშორებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 21 ივნისს ხელი მოაწერა აქტს, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანი და ჩვილი ბავშვების წართმევას მიგრანტებისათვის, რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი.
საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მისი წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით, აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაში არაერთი ცვლილება შევიდა. მათ შორის, 5 მაისს ძალაში შევიდა შესწორება, რომელიც ამერიკელ სამართალდამცავებს და საემიგრაციო სამსახურს აძლევდა უფლებას არალეგალი მიგრანტებისათვის ჩამოერთვათ არასრულწლოვანი შვილები.
შესწორების ამოქმედების დღიდან რამდენიმე ათასი ბავშვი მშობელს დააშორეს. მშობლები და ბავშვები ამერიკის საემიგრაციო სამსახურის სხვადასხვა დაწესებულებებში, ერთმანეთისგან მრავალი კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდნენ. მათ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ტრამპის აქტით, აშშ-ს შესაბამისს სამსახურებს იგივე უფლება აღარ ექნებათ და ოჯახები აღარ დაიშლებიან.
"საუბარია იმაზე, რომ ოჯახები იყვნენ ერთად და ერთმანეთს აღარ დავაშოროთ", - განაცხადა ტრამპმა აქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
აქტის მიხედვით, ბავშვები დარჩებიან მშობლებთან ერთად და აღარ მოათავსებენ საპყრობილეებში იმ დრომდე, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება. იგივე დოკუმენტის მიხედვით, საემიგრაციო სამსახურს გამონაკლისის სახით მაინც შეეძლება არასრულწლოვანი ჩამოართვას მშობელს თუ კი მშობელთან ყოფნა ბავშვისთვის სასიცოცხლო და ჯანმრთელობის რისკებს შეიცავს. ამავე აქტის მიხედვით, ოჯახების შემთხვევას პრიორიტეტი მიენიჭება და მათ სასამართლო დაჩქარებული და სპეციალური წესით განიხილავს.
"საშინლად არ მომეწონა ის კადრები, რომლებიც ვნახე", - განაცხადა ტრამპმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ კვლავ ემხრობა იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებას ვინც უკანონოდ გადაკვეთა აშშ-ს სახელმწიფო საზღვარი.
ტრამპის თქმით, ახალი აქტის მიღება გაუხარდა მის მეუღლეს მელანიას და მის შვილს ივანკას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანკა და მელანია ტრამპი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად სთხოვდნენ დონალდ ტრამპს შეწყვიტა ამგვარი პოლიტიკა.
წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის პოლ რაიანის თქმით, აქტზე მსჯელობა დღეს გაიმართება.
მანამდე განვითარებული მოვლენები
აპრილში აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა განაცხადა, რომ ამიერიდან იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც უკანონოდ გადაკვეთავს სახელმწიფო საზღვარს სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და სასამართლომდე ისინი იქნებოდნენ დაპატიმრებულები.
ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვნების დაპატიმრება წინასწარი დაკავების სახით აკრძალულია და ამ მიზეზით, ბავშვები საემიგრაციო სამსახურის სხვა დაწესებულებებში იგზავნებოდნენ.
აშშ-ს საემიგრაციო სამსახურის ცნობით, 5 მაისიდან დღემდე 2 200 არალეგალ მშობელს 2 300 ბავშვი ჩამოართვეს.
მალევე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მშობლებს დაშორებული ბავშვების ფოტოები და აუდიოჩანაწერები. გავრცელებულ კადრებში ბავშვები ტირიან და მშობლებს ეძახიან.
შექმნილი ვითარების გამო აშშ-ს პრეზიდენტი თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გააკრიტიკა. პრეზიდენტის ნაბიჯები უარყოფითად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ტრამპის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის და მექსიკის პირველმა პირებმა.
სად მიჰყავდათ ბავშვები
მშობლებს დაშორებულ ბავშვებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, საპატიმრო დაწესებულებასა და ბანაკებში.
წინასწარი დაკავების იზოლატორები
დაპატიმრების წუთიდან ბავშვები აშშ-ს სასაზღვრო სამსახურის სპეციალურ შენობებში არიან. აქ ბავშვების ყოფნის მაქსიმალური ვადა სამი დღით განისაზღვრება.
საპატიმრო დაწესებულებები
3-დღიანი ვადის შემდეგ ბავშვები იგზავნებიან, ამერიკის დევნილთა ბიუროს სხვადასხვა დაწესებულებებში, ასეთი დაწესებულებების რიცხვი 100-ს აღემატება. დევნილთა ბიუროს ინფორმაციით, აქ 10-დან 17 წლამდე ბავშვები.
თავშესაფარები
გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, ჩვილ და ხუთ წლამდე ბავშვებს ტეხასის ჩრდილოეთში მდებარე სპეციალურ თავშესაფრებში აგზავნიან.
ბანაკები
ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა რამდენიმე თვის წინ გახსნა კარვების ახალი ბანაკი მიგრანტებისათვის, ქალაქ ტორნილოს მახლობლად ტეხასის შტატში.
ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვები სახელმწიფო ზედამხედველობიდან მაქსიმალურად სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ და შეუერთდნენ ოჯახებს. ამისთვის ორგანიზებულია სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც გათავისუფლების შემდეგ მშობლებს აძლევს ინფორმაციას მათი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.
ბარაკ ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში ბავშვებთან ერთად დაკავებულ არალეგალ მიგრანტებს გადაეცემოდათ უწყება სასამართლოდან და პროცესამდე მათ ათავისუფლებდნენ.
დღეიდან ბავშვების საკითხი უმთავრესად ამერიკის სასამართლოებში გადაწყდება. რესპუბლიკური პარტიისთვის ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმოს ძველი პოლიტიკა სასარგებლო იქნება ვინაიდან, ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები