მარნეულში ბავშვთა სათამაშო მოედნის მოთხოვნის მიზნით აქცია დაიწყო
მარნეულის მოსახლეობა ქალაქში ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვს.
მარნეულში მცხოვრები რაიან მაიკლ სმიტი თითქმის ერთი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისგან ქალაქში საბავშვო მოედნის მოწყობისთვის ნებართვას ითხოვს. ბავშვთა გასართობი მოედნის გაკეთებისთვის აუცილებელი ხარჯების გაღებას ის საკუთარ თავზე იღებს. რაიანმა მუნიციპალიტეტის მერიას ნებართვის თხოვნით 2017 წლის აგვისტოში მიმართა, თუმცა ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიუღია.
„6 წელია მარნეულში ვცხოვრობ. ჩემი ვაჟი აქ დაიბადა. ის ახლა 4 წლისაა. აქ მისთვის გასართობი საშუალება არ არსებობს. მე და სხვა მშობლებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილებისათვის გასართობი მოედანი საკუთარი ხარჯებით გავაკეთოთ. არის ადგილი, სადაც მოედნის მოწყობა შეიძლება, ვითხოვთ ნებართვას, მაგრამ მუნიციპალიტეტი ჩვენს განცხადებაზე არ გვპასუხობს,“ - აცხადებს რაიანი.
რაიანს კონკრეტული იდეაც აქვს. ამ იდეის თანახმად, სათამაშო მოედანი, შესძლოა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიხეილ ჯავახიშვილის მონუმენტის წინ არსებულ მწვანე ზოლზე განთავსდეს. “ეს იქნება უსაფრთხო, ღია სივრცე ხეებით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს გახდის სივრცეს ვიზიტორებისთვის. სათამაშო მოედნის აღჭურვა მოხდება ამერიკის შეერთებული შტატებში ნაყიდი მაღალი ხარისხის ატრაქციონებით, რომელთა საერთო ღირებულება 100 000 დოლარია. ჩვენი სურვილია ეს იყოს ყველაზე კარგი სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს გართობა უფასოდ შეეძლებათ,” - ამბობს რაიანი.
ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობის მიზნით მან აქცია სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც დაიწყო, სადაც სპეციალური გვერდი - „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ შექმნა და საგანგებო მიმართვაც გაავრცელა. „ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება! მარნეულს, როგორც ყველა რეგიონალურ ცენტრს სჭირდება ბავშვთა სათამაშო მოედანი. აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ადგილი, სადაც ბავშვებს და მათ ოჯახებს შეეძლებათ დროის სასიამოვნოდ გატარება. თუ ეთანხმებით ჩვენს იდეას, გთხოვთ მოიწონით და გაუზიაროთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს. გააგებინეთ ქალაქის ხელისუფლებას, რომ გსურთ გქონდეთ უსაფრთხო ბავშვთა სათამაშო მოედანი. მოქმედების დროა,” - წერია მიმართვაში.
რაიანს უკვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მათ შორის არის საადათ ალიევაც. მას ორი შვილი ჰყავს: 2 და 4 წლის. საადათი ამბობს, რომ ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ: "ახლომახლო არც სკვერი გვაქვს და არც მოედანი, რომ ბავშვებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ და გაერთონ. ბავშვები მხოლოდ მაშინ გაგვყავს გარეთ, როცა მაღაზიაში ან საქმეზე გავდივართ. ზოგჯერ სკოლის სტადიონზე მიგვყავს პატარები, მაგრამ იქ არც სკამია, რომ ადამიანი დაჯდეს და არც სიმწვანე. აქ ბავშვები ბავშვობის გარეშე იზრდებიან."
46 წლის ფარჰად ბაბაევი აცხადებს, რომ მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, არც დიდებისთვის არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ისინი შეკრებას და დასვენებას შეძლებენ: „კაცები მთელ დღეს ჩაიხანებში ატარებენ. ქალები კი ბავშვებთან ერთად სახლში არიან. სად გავიდნენ? ამხელა ქალაქში ერთი სკვერი და გასართობი მოედანი არა გვაქვს.“
როგორც მარნეულის მერიაში აცხადებენ, მათ რაიან სმიტის განცხადების შესახებ ინფორმაცია აქვთ და მისი განცხადება განხილვის ეტაპზეა. თუმცა, მერიაში იმასაც ამბობენ, რომ მარნეულის ცენტრში ბავშვთა გასართობი მოედნის აშენებისთვის საჭირო თავისუფალი მიწის ნაკვეთი არ არსებობს. გარდა ამისა, მერია საკუთარ პროექტზეც მუშაობს, რომლის თანახმადაც, ბავშვთა დიდი გასართობი მოედანი, შესაძლოა, მარნეულის შესასვლელში მოეწყოს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები