თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია სვეტის მშენებლობები უნებართვო იყო და დაზარალებულ, მოშიმშილე მენაშენეებს შეხვდება. მენაშენეები მესამე დღეა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შიმშილობენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ

კალაძის თქმით, კომპანია თაღლითურად მოქმედებდა და მათი მშენებლობები შეჩერებულია:

"ფაქტობრივად მათი მშენებლობების უმეტესობა იყო უნებართვო, იყო პრობლემური. ფინანსური პრობლემები, რომლებიც უკვე იკვეთება და ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ, უკვე ნათელი ხდება ყველაფერი თუ ვინ არიან ეს ადამაინები და რას წარმოადგენს ეს კომპანია."

მოშიმშილე მენაშენეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი თანხის უკანონოდ მითვისება და უსახლკაროდ დატოვებაა. მშენებლობა, რომელშიც მათ ფული გადაიხადეს დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. მენაშენეებმა სვეტი დეველოპმენტის ოფისში მისვლამდე ამავე მოთხოვნებით პროკურატურასთანაც გამართეს აქცია.