პროკურორი: კალანდიას მამხილებელი ვერაფერი ვიპოვეთ, ქურთუკის ექსპერტიზა არაფერს მოგვცემდა
პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზე ხორავას საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ქურთუკის ექსპერტიზა არ ჩატარდა, რადგან საქმეს ახალ დეტალებს არ შემატებდა.
კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის კითხვაზე - რატომ არ ამოიღეს კალანდიას ტანსაცმელი ექსპერტიზისთვის, მაშინ როცა სარალიძესთან უშუალოდ შემხებ ყველა პირის ტანსაცმელს ჩაუტარდა ექსპერტიზა - ფხაკაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ ჩვენებაც საკმარისი მტკიცებულება იყო:
"ტანსაცმლის არსებობა, ამოღება, ან არ ამოღება არსებითად მნიშვნელოვან გარემოებას იმ კუთხით არ ცვლიდა, რომ მ.კ-ს [მიხეილ კალანდიას] სისხლიანი ტანსაცმელი დაადასტურებდა მხოლოდ ერთ ფაქტობრივ დეტალს, რომ მას რეალურად შეხება ჰქონდა კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან."
გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა ამტკიცებდა, რომ კალანდია მისი შვილის ერთ-ერთი მკვლელია. საქმის პროკურორის განცხადებით, ჩვენებებით აქვთ ინფორმაცია, რომ კალანდიას შეხება უკვე დაჭრილ სარალიძესთან ჰქონდათ და ტანსაცმლის ექპერტიზა მხოლოდ ამას დაადასტურებდა:
"კალანდია ადასტურებს, რომ მაშინ ჰქონდა კავშირი სარალიძესთან, როცა უკვე დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. იმას, რომ მ.კ-ს დავით სარალიძესთან ჰქონდა რეალური კავშირი ადასტურებს სხვა მოწმეც. ის, რომ ტანსაცმელი არ არის, არ გამორიცხავს იმას, რომ მ.კ-ს კავშირი ჰქონდა გარდაცვლილთან. ერთადერთი რაც დადასტურდებოდა, სისხლიანი ტანსაცმლით იყო ეს."
საგამოძიებო კოსმიაში ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ პროკურორს რა საფუძველზე დაყრდნობტ გადაწყდა, რომ კალანდიას ტანსაცმელზე სისხლის კვალი დამატებით ინფორმაციას არ შეიცავდა.
"ცალსახად მსჯელობა იმაზე, რომ ეს [კალანდიას ქურთუკის ექსპერტიზა] არაფერს არ მოგვცემდა რას ნიშნავს, მინდა დააზუსტოთ. ლოკაციასაც ხომ გააჩნია სად იქნება სისხლი. ცალ ხელზე იქნება, ორივეზე თუ ტანსაცმელზე, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ცალსახცად იმის თქმა, რომ არაფერს არ მოგვცემდა [ექსპერტიზა], შეიძლება არ იყოს მართებული", - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის პასუხად პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება ეცადა მოეპოვებინა კალანდიაზე მამხილებელი მტკიცებულებები, მაგრამ ვერ მოიპოვეს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა კალანდიას მხრიდან სარალიძეზე დანის დარტყმას. მიუხედავად ამისა, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სისხლიანი ტანსაცმელი დამატებით მტკიცებულებას არ შემატებდა საქმეს და მხოლოდ არსებულ ინფორმაციას გაამყარებდა.
დღეს, 24 ივნისს საგამოძიებო კომიტეტი ხორავას საქმის პროკურორსა და გამომძიებელს უსმენდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები