ქუჩის ბიჭების წევრის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ირაკლი ნოზაძეს. ის შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გუშინ, 25 ივნისს ირაკლი ნოზაძე წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოშია რჩება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება და დამნაშავეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.