დევიდ ლინჩმა ტრამპს განუმარტა, რომ მისი მხარდამჭერი კი არა, კრიტიკოსია
დღეს ლინჩის ფანებისთვის ისტორიული დღეა, რადგან პირველი შემთხვევაა, რაც დევიდ ლინჩმა საჯაროდ ახსნა საკუთარი სიტყვები, რომლებიც არასწორად გაიგეს.
ისტორიული დღეა ამერიკის პრეზიდენტისთვის, რადგან სწორედ დონალდ ტრამპია ის ადამიანი, რომელსაც პატივი ერგო, ლეგენდარული დევიდ ლინჩისგან მისივე სიტყვების განმარტება მოესმინა.
რამდენიმე დღეს წინ, გარდიანმა ლინჩის ახალ წიგნთან დაკავშირებით, ამერიკელ რეჟისორთან, მწერალთან და კომპოზიტორთან ინტერვიუ ჩაწერა. მასში ლინჩი საუბრობს ურთიერთობებზე, შემოქმედებასა და ხედვაზე. თუმცა გრძელი ინტერვიუს ერთი ნაწილი ამერიკისა და შესაბამისად, მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებასაც ეხება.
ლინჩი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად შევა, რადგან მან ეს ინსტიტუტი სრულიად გაანადგურა:
"დონალდ ტრამპს შეუძლია ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული პრეზიდენტი, რადგან მან ეს ინსტიტუტი თითქმის გაანადგურა. არავის შეუძლია ინტელექტუალურად დაუპირისპირდეს, რადგან მასთან ჭკვიანურად საუბარი შეუძლებელია. ჩვენს ეგრეთ წოდებულ ლიდერებს არ შეუძლიათ ქვეყნის წინ წაყვანა და საქმის ბოლომდე მიყვანა. ბავშვებივით არიან. ტრამპი კი, ამისი მაგალითია".
მისი ამ ციტატის სწორად გაგება შესაძლოა გაუჭირდეს მას, ვინც ლინჩის შემოქმედებაზე ბევრი არაფერი იცის, ან უბრალოდ იმ სტატიის მხოლოდ სათაურს კითხულობს, რომელიც სავარაუდოდ ასე ჰქვია: "დევიდ ლინჩი: დონალდ ტრამპს შეუძლია ისტორიაში შევიდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული პრეზიდენტი".
როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპმა, ან მისი ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელიც ტრამპის წერის მანერას ითვისებს, რომ მკითხველმა მისი და პრეზიდენტის ნაწერი ვერ გაარჩიოს, სტატიის მხოლოდ სათაური წაიკითხა.
რის შემდეგაც პრეზიდენტის საყვარელ სოციალურ მედიაზე ამაყი ტვიტი გამოჩნდა.
თუმცა მოგვიანებით მან ფაქტიურად საკუთარი შეცდომა აღიარა, როდესაც მხარდამჭერებთან გამოსვლისას ლინჩის ციტატის გაგრძელება ხმამაღლა წაიკითხა და რეჟისორზე ისიც კი თქვა, რომ ჰოლივუდში შეიძლება კარიერის დასრულებაც მოუწიოს მისი "მხარდაჭერის" გამო:
"ის ამბობს, რომ ისტორიაში ყველაზე დიდებულ პრეზიდენტად შევალ და ამით ჰოლივუდში თავის კარიერასაც ასრულებს. ვეტერან რეჟისორს ახლა სჯერა, რომ ისტორიაში დიდებულად შევალ, რადგან პოლიტიკური ხედვა შეიცვალა. ის დემოკრატია, ანუ ხმა ობამას მისცა. ის ბერნი სანდერსის ამომრჩეველია, მაგრამ ახლა ფიქრობს, რომ მე ყველაზე დიდებულ პრეზიდენტად შევალ ისტორიაში, რადგან, მისი აზრით, ამ ინსტიტუტს ძირი გამოვუთხარე და ჩემთან გონივრული კამათი შეუძლებელია".
სწორედ ამ ისტორიის შემდეგ გამოეხმაურა დევიდ ლინჩი დონალდ ტრამპს ღია წერილით:
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
დევიდ ლინჩი გწერთ. ვნახე, რომ ბრეიტბარტის სტატია გადატვიტეთ, რომლის სათაურიც იყო: "დევიდ ლინჩი: დონალდ ტრამპს შეუძლია ისტორიაში შევიდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული პრეზიდენტი". ვისურვებდი ერთად დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. ეს ციტატა, რომელმაც მსოფლიო მოიარა, კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და ახსნა სჭირდება.
სამწუხაროდ, თუ ისე განაგრძობთ, როგორც აქამდე მოქმედებდით, შანსი არ გექნებათ, რომ ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად შეხვიდეთ. ეს სამწუხარო იქნება თქვენთვის და ასევე ქვეყნისთვის. თქვენ ტანჯვა და განშორება გამოიწვიეთ.
თუმცა, გემის შემობრუნება ძალიან დაგვიანებული არაა. ყველასთვის მივმართოთ ჩვენი გემი ნათელი მომავლისკენ. თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ქვეყანა. თქვენი სული სიმღერას დაიწყებს. დიდებული და მზრუნველი ლიდერობის ქვეშ, არავინ წააგებს, ყველა მოიგებს. ეს ისეთი რამაა, რაზეც იმედი მაქვს გიფიქრია და გულსაც მიუძღვნი. რაც შენ ყველაზე მეტად გჭირდება ისაა, რომ ადამიანებს ისევე მოექცე, როგორც შენ ითხოვ, რომ მოგეპყრან.
პატივისცემით
დევიდ ლინჩი".
ჩვენ არ გვახსენდება ასეთი ჰუმანური მიდგომა დონალდ ტრამპის მიმართ, თქვენ? ახლა ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელშია და ის აჩვენებს მსოფლიოს, იმსახურებდა თუ არა დევიდ ლინჩისგან წერილს, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა და ღია წერილი დონალდ ტრამპის მისამართით.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები