ზურაბ ჭიაბერაშვილი: რიცხვებით ჟონგლიორობა ნიშნავს, რომ წელს მთავრობა არაფერს მოიკლებს
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ მცირე მთავრობის კონცეფციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ როგორც კვირიკაშვილის, ისე ბახტაძის მთავრობა ხარჯების შემცირებას ვერ შეძლებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს მცირე მთავრობის კონცეფცია არასწორად ესმის.
"მცირე მთავრობა არ ნიშნავს ადმინისტრაციული ხარჯის მშპ-სთან შეფარდებას, მცირე მთავრობა არ ნიშნავს ბიუროკრატიის შემცირებას, მცირე მთავრობა არ ნიშნავს სამინისტროების რაოდენობაზე კამათს. მცირე მთავრობა ნიშნავს ნაკლებ გადასახადს, ნაკლებ რეგულირებას, როცა მთავრობა ნაკლებად ერევა ადამიანების ცხოვრებაში, ნაკლებად ერევა ეკონომიკაში", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძე დამატებით არ განმარტავს რას ნიშნავს სახელმწიფო ხარჯების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3,9 პროცენტამდე შემცირებას.
"ადამიანურ ენაზე, ამ რიცხვებით ჟონგლიორობა ნიშნავს ერთ რამეს, რომ წელს მთავრობა არ აპირებს რამე მოიკლოს საკუთარი ჯიბიდან. მომავალ წელს ეს პროცენტი მოიკლებს იმის ხარჯზე, რომ მთავრობა აღარ გაიზრდის საკუთარ პრემიებს და დანამატს, სინამდვილეში გადასახადებია შესამცირებელი და მეორე მხრივ, ბიუჯეტია გადასალაგებელი, რომ უარი ითქვას ბევრ უყაირათო პროგრამაზე", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ხარჯების შემცირებას პოლიტიკური ნება სჭირდება. "მაშინ თქვენ უნდა გაანაწყენოთ საკუთარი პოლიტიკური აქტივი, უმიზნო და უყაირათო სახელმწიფო პროგრამაზე მიბმული ბიზნესი, რომელიც თქვენ გირიცხავთ ფულს, არ არის ამის გამკეთებელი ბახტაძე", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ქართული ოცნების ხელში გაგრძელდება სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ფასები ვერ დასტაბილურდება, ვერ დაიძლევა სიღარიბე და უმუშევრობა.
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება.
სამინისტრო ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე:
- განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდება;
- მიგრაცია - შსს-ს;
- სოციალური პოლიტიკა - ჯანდაცვის სამინისტროს.
ასევე ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ მთავრობის შემადგენლობაში მყოფ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც.
- რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყმება;
- ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები