როგორ ავირიდოთ თავიდან მზით დამწვრობა - რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოსახლეობას ნამზეურთან დაკავშირებით აფრთხილებს:
"ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგოებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიურ სილამაზეს".
NCDC დერმატოლოგებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ნამზეურევი მზისგან გამოწვეული კანის დაზიანებაა, რომელიც ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას ჩნდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნასა და კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებას:
"მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ: კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია. მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა".
NCDC მოსახლეობას ურჩევს, რომ მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღონ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება:
"დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი".
On.ge გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციების სიას:
მიმართეთ ექიმს, თუ:
- დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა;
- განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ);
- გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.
დაიმახსოვრეთ:
- მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას;
- არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები.
მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
- ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ლურჯი თვალები;
- 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
- შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც;
- საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას;
- ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ (UV) ინდექსს, რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს;
- ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით;
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.
ამავე თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აუცილებლად ნახეთ სხვა შუადღის გადაცემა, სადაც რჩევებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელისგან მოისმენთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები